...

ხვალ ანჩელოტისთვის განსაკუთრებული მატჩი გაიმართება

მიუნხენის "ბაიერნის" აზიური ტურნე შენჟენში გრძელდება, სადაც "რეკორდმაისტერი" იტალიური და ევროპული ფეხბურთის გრანდ "მილანს" დაუპირისპირდება.

მიუნხენელები შენჟენში გუშინ ჩავიდნენ, დღეს კი ვარჯიში გამართეს და ხვალ ჩვენი დროით 13:35 საათზე დაიწყებენ შეხვედრას.

"აქაური ფანები ნამდვილი გიჟები არიან, რაც ჩვენთვის დიდებულია. მინდა, რომ ჩინელ ქომაგებს მხარდაჭერის გამო დიდი მადლობა გადავუხადო", - აღნიშნა ხავი მარტინესმა, რომელიც ადგილობრივი გულშემატკივრების გასაოცარი მხარდაჭერით აღფრთოვანებული დარჩა. ჩინეთში "ბაიერნს" მართლაც უამრავი ქომაგი დახვდა, რომლებიც სტადიონზე დიდებულ ატმოსფეროს ჰქმნიან.

ხვალინდელი შეხვედრა ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტისთვის განსაკუთრებული იქნება, რადგან 58 წლის იტალიელი სპეციალისტი ყოფილ კლუბს დაუპირისპირდება. "მილანში" დიდი ხანი ვიყავი, ამიტომ ამ გუნდთან დაპირისპირება ყოველთვის განსაკუთრებულია. იქ გატარებული დროიდან ულამაზესი მოგონებები დამრჩა - ეს ჩემი საფეხბურთო ცხოვრების დიდი 13 წელიწადი იყო. მე "მილანის" გულშემატკივარი ვარ", - აღნიშნა პაპა კარლომ.

ლონდონის "არსენალთან" პენალტების სერიაში მარცხის შემდეგ ანჩელოტი ეცდება მორიგი საინტერესო მიგნებები გააკეთოს, რადგან შემადგენლობა საკმაოდ მრავალფეროვანი, კონკურენტუნარიანია, ამიტომ ტესტ-მატჩებს ორმაგი მნიშვნელობა ენიჭება.

"ასეთ ძლიერ გუნდთან თამაში სასარგებლოა. ეს მატჩი განვითარებაში დაგვეხმარება. ჩვენი მიზანია, რომ კარგი ფეხბურთი ვაჩვენოთ", - დაასრულა ანჩელოტიმ. скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
კარლო ანჩელოტი ხავი მარტინესი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა