მიუნხენური კლუბის პრეზიდენტი, ული ჰიონესი, გერმანულ პრესაში ბოლო დროს გავრცელებულ ინფორმაციებს გამოეხმაურა.
ბოლო დღეებში აქტიურად იწერება, რომ "რეკორდმაისტერი" გელზენკირხენის "შალკეს" ახალგაზრდა მეკარით, ალექსანდრ ნიუბელით, ინტერესდება და მას მანუელ ნოიერის პოტენციურ შემცვლელად განიხილავს.
"ნიუბელის ტრანსფერი? ამ საკითხზე ჩვენი სპორტული დირექტორები ზრუნავენ, ვინაიდან ამ ტრანსფერისთვის მხოლოდ 25 მილიონი ევრო ან უფრო ნაკლები იქნება საჭირო. ამაზე არ ვარ პასუხისმგებელი.
ჰადსონ-ოდოი? მასზე კიდევ ერთხელ დავფიქრდებით. ამ მომენტისთვის, როდესაც ის საოპერაციო მაგიდაზე იმყოფება, არანაირ განცხადებას აზრი არ აქვს", - განაცხადა ჰიონესმა.
ლონდონის "ჩელსის" ინგლისელი სუპერ-ტალანტიც "ბაიერნის" დიდი სამიზნეა, მაგრამ ახლახანს სერიოზული დაზიანება მიიღო და ოპერაცია სჭირდება.