...

ბაიერნი ინტერთან დამარცხდა

დღეს მიუნხენის "ბაიერნმა" აზიის ტურში ბოლო შეხვედრა ჩაატარა და მილანის "ინტერის" წინააღმდეგ ძალიან სუსტად იასპარეზა. კარლო ანჩელოტის გუნდი კიდევ ერთ იტალიურ კლუბთან დამარცხდა - 0:2.

პაპა კარლომ ამჯერად სასტარტო შემადგენლობაში გამოჯანმრთელებული სვენ ულრაიხი დააყენა, დაცვის ცენტრში ფელიქს გიოტცე და მატს ჰუმელსი გაამწესა, ცენტრში ტოლისოსთან ერთად ნიკოლას დორში, ხოლო თომას მიულერი დაასვენა. "რეკორდმაისტერმა" ტერიტორიული უპირატესობა თავიდანვე მოიპოვა, მაგრამ სწრაფი გოლი გაუშვა. მარჯვენა ფლანგიდან ანტონიო კანდრევას ჩაწოდების შემდეგ ედერმა ანგარიში შესანიშნავი თავურით გახსნა. დაახლოებით 20 წუთში მიუნხენურ გრანდს მორიგი კონტრშეტევა გაეპარა, რომელიც ამჯერად ივან პერიშიჩის ჩაწოდებით და ედერის მორიგი თავურით დაგვირგვინდა - 0:2!

სოლიდური უპირატესობის მოპოვების შემდეგ ლუჩიანო სპალეტის გუნდი უკან დადგა და თავს საკმაოდ ორგანიზებულად იცავდა. კინგსლი კომანი სრულიად ამოკეტეს, ფრანკ რიბერი კი ბევრს ცდილობდა, მაგრამ 33 წლის ფრანგმა დაზიანება მიიღო და მინდორი ხელში აყვანილმა დატოვა. "რეკორდმაისტერმა" მთელი დარჩენილი 1 საათი უღიმღამოდ ჩაატარა და რეალური საგოლე მომენტი არ შეუქმნია. მეორე ნახევარში რენატუ სანჩეშისა და თომას მიულერის გამოჩენამ ბევრი ვერაფერი შეცვალა. ამ შეხვედრაში ერთადერთი ნათელი წერტილი ახალგაზრდა დამცველი ფელიქს გიოტცე იყო, რომელმაც რამდენიმე ეპიზოდში ჩინებულად ითამაშა.

გერმანულმა გრანდმა ამით აზიური ტურნე დაასრულა და ხვალ უკვე მიუნხენში დაბრუნდება. კარლო ანჩელოტის გუნდმა ჩინეთში "არსენალთან" პენალტების სერიაში წააგო, შემდეგ კი "მილანთან" განადგურდა. სინგაპურში "ბაიერნმა" ლონდონის "ჩელსის" 3:2 მოუგო, დღეს კი "ინტერთან" 0:2 დამარცხდა.

ბაიერნი 0:2 ინტერი

გოლები: 0:1 - ედერი (8'), 0:2 - ედერი (30').
გაფრთხილება: გიოტცე (59').

ბაიერნი: ულრაიხი (ჰოფმანი 69') - რაფინია (ფრაიდლი 46'), გიოტცე, ჰუმელსი (მარტინესი 46'), ალაბა - დორში, ტოლისო (სანჩეში 46') - კომანი, ხამესი (მიულერი 46'), რიბერი (პანტოვიჩი 33') - ლევანდოვსკი (ვინტცჰაიმერი 69').

ინტერი: ჰანდანოვიჩი - დ'აბროზიო (ანსალდი 84'), შკრინიარი, მირანდა (მურილიო 84'), ნაგატომო - კონდოგბია, ვალერო (გალიარდინი 66') - კანდრევა (ბიაბიანი 65'), ჟოაო მარიო (ბროზოვიჩი 66'), პერიშიჩი (პინამონტი 84') - ედერი (ბარბოსა 50').скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა