...

ბაიერნმა რუდი და ზიულე წარადგინა

დღეს ნაშუადღევს, გერმანიის დროით 15:30 საათზე, მიუნხენის "ბაიერნმა" პრესასა და ქომაგებს ორი გერმანელი ახალწვეული: სებასტიან რუდი და ნიკოლას ზიულე წარუდგინა.

კონფედერაციის თასის გამარჯვებულები "რეკორდმაისტერს" "ჰოფენჰაიმიდან" შეუერთდნენ და დღეს ზებენერ შტრასზე პირველ ვარჯიშს ჩაატარებენ.

"მიხარია, რომ საბოლოოდ აქ ვარ. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ "ბაიერნში" მუშაობის დაწყებას სულმოუთმენლად ველი და მინდა, რომ საკუთარი შესაძლებლობები ყველას დავუმტკიცო", - აღნიშნა 27 წლის რუდიმ, რომელიც მიუნხენურმა გრანდმა თავისუფალი სტატუსით წესით დაიმატა.

21 წლის უნიჭიერესი ცენტრალური მცველი ზიულე, რომელშიც "ბაიერნმა" 20 მილიონი ევრო გადაიხადა, სიახლეებით აღფრთოვანებულია: "ბევრი ახალი შთაბეჭდილება მივიღე. აქ ყველაფერი გაცილებით დიდია, ვიდრე "ჰოფენჰაიმში." ახლა თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. დიდ გამოწვევას სულმოუთმენლად ველოდები."

პრესკონფერენციას "ბაიერნის" თავკაცი კარლო ანჩელოტიც ესწრებოდა, რომელმაც ახალწვეულები დადებითად შეაფასა: "რუდისა და ზიულეს ჩინებული შესაძლებლობები აქვთ. ისინი ჩვენს გუნდს განავითარებენ. მათი წყალობით "ბაიერნი" დაცვაში უფრო კონკურენტუნარიანი და დაბალანსებული იქნება."

მიუნხენის "ბაიერნი" ახლა ამხანაგური ტურნირი აუდის თასისთვის ემზადება, რომელიც 1-2 აგვისტოს "ალიანს არენაზე" გაიმართება.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
სებასტიან რუდი ნიკოლას ზიულე
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა