...

ოფიციალურად: სალიჰამიჯიჩი ბაიერნის სპორტული დირექტორია

ხანგრძლივი ძიების შემდეგ მიუნხენის "ბაიერნმა" ახალი სპორტული დირექტორი იპოვა - ამ თანამდებობას კლუბის ლეგენდა, ჰასან სალიჰამიჯიჩი, დაიკავებს.

"რეკორდმაისტერის" ოფიციალური ვებ-საიტი იტყობინება, რომ 40 წლის ბოსნიელმა 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა და "ბაიერნის" მენეჯერის როლს 2020 წლის 30 ივნისამდე შეასრულებს.

"ბრაცო" მიუნხენური გრანდის ღირსებას 1998-2007 წლებში იცავდა, "ბაიერნის" მაისურით 234 მატჩი აქვს ჩატარებული, რომლებშიც 88 გოლის გატანა მოახერხა. სალიჰამიჯიჩი იმ ოქროს თაობის ღირსეული წარმომადგენელია, რომელმაც 2001 წელს ჩემპიონთა ლიგის ტიტული მოიპოვა.

სალიჰამიჯიჩი ამ წლის თებერვალში "ბაიერნის" დამხმარე ელჩად დაინიშნა და საკუთარი შრომისმოყვარეობით "რეკორდმაიტერის" ბოსები მოხიბლა.

"ბრაცო" სპორტული დირექტორის პოსტზე მატიას ზამერს შეცვლის, რომელმაც "ბაიერნში" 2012-16 წლებში საკმაოდ წარმატებულად იმუშავა.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
ჰასან სალიჰამიჯიჩი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა