ჰაინკესისა და ფლიკს საერთო ინტერვიუ Kicker-თან

ჰაინკესისა და ფლიკს საერთო ინტერვიუ Kicker-თან

გთავაზობთ იუპ ჰაინკესისა და ჰანს ფლიკის საერთო ინტერვიუს, რომელიც გერმანულმა გამოცემა Kicker-მა ჩაწერა.

"რთული გამარჯვებები მსგავსი გადატვირთული გრაფიკის დროს სრულიად ნორმალურია. მას შემდეგ, რაც ჰანსი ჩაუდგა სათავეში, გუნდის ყველა ფეხბურთელი ტოპ ფორმაშია. ექიმი ბროიხი კი ფიტნეს ცენტრში აგვარებს თავის საქმეს. საერთო ჯამში, ეს ნათელი მაგალითია იმისა, რომ გჭირდება პროფესიონალებისგან შემდგარი გუნდი საწვრთნელ შტაბში." - ჰაინკესი.

"დოჰაში ვარჯიშების ჩატარების დროს ვაჩვენეთ, რომ ყველა ტიტულისთვის გვსურდა ბრძოლა. და როგორც იუპის დროს, 2013 წელს, დღეში სამჯერ ვვარჯიშობდით. მისი სავარჯიშო გეგმებიდან ბევრი რამ ავიღე." - ფლიკი

"გუნდმა თავდაჯერება მოიმატა და ეს კარგი შეგრძნებაა. მზადების დროს ყველა თავის საქმეს აკეთებდა ყოველგვარი ყოყმანის გარეშე, რადგან ისინი სამწვრთნელო შტაბს ენდობიან. ტიაგომ მხოლოდ შემდეგ მითხრა: "მწვრთნელო, ეს საკმაოდ რთულია." - ფლიკი.

"ტოპ ჩოგბურთელები ერთსა და იმავე დარტყმას ასჯერ იმეორებენ. ფეხბურთშიც ასეა, უნდა ჩაატარო ერთი და იგივე ვარჯიში ყოველდღე, მხოლოდ ასე თუ მიაღწევ იდეალურ შედეგს მაგალითად პასის კომპონენტში. ეს კი ის არის, რაზეც "ბაიერნი" მუშაობს." - ჰაინკესი.

"ლუის ჰამილტონი ყოველ წელს მსოფლიო ჩემპიონია, მაგრამ, მას ყველა რბოლის მოგება მაინც სურს. ეს ხდის ჩემპიონს. არც ჩვენ განვსხვავდებით. ყველა ვარჯიშზე და თამაშზე კვლავ 100%-იანი მონდომებით გამოვდივართ. თანაც, 55 წლის ვარ და წარმატებას მალევე უნდა მივაღწიო, კიდევ 34 წელს ვერ დაველოდები (იცინის)." - ფლიკი.

"ყველა გუნდს თავისი სათამაშო სტილი აქვს. მესი არ აკოპირებს მარადონასგან. ყველა თავის გზას ადგას. შეგიძლია ისწავლო ყველასგან და ყველაფრისგან." - ჰაინკესი 2013 წლის "ბაიერნთან" შედარებაზე.

"ვან გაალი ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია ისტორიაში. მისი გუნდების მატჩები არაერთხელ მინახავს და ის მუდამ აგრესიულ ფეხბურთს ათამაშებს გუნდს." - ჰაინკესი.

"2013 წელს გუნდი არ დამიტოვებია, უბრალოდ, გუნდი წამართვეს (იცინის). ჰანსი უფრო ჭკვიანია, ის დარჩა." - ჰაინკესი.

"2012 წელს ყველა ჩემპიონატზე მეორე ადგილზე გავედით. როგორც წესი, მსგავს შემთხვევაში "ბაიერნის" დონის გუნდებში მწვრთნელები დიდხანს ვერ ძლებენ, თუმცა, ჰიონესმა ჩემთვის ბევრი იბრძოლა." - ჰაინკესი.

"ჩვენ 5 ტიტული მოვიგეთ, მაგრამ, ყველაფერი გრძელდება. ვიცი, რა მოხდება ზედიზედ 2 მარცხის შემთხვევაში, სწორედ ამიტომ არის "ბაიერნი" საუკეთესო. თუმცა, ჩემთვის ყველაზე პრიორიტეტული განვითარებაა. დღევანდელი მეთოდებით დღეს გამარჯვება არ არის გარანტი ხვალინდელი წარმატებისა." - ფლიკი.

"ამჟამად არც კი ვფიქრობ რომელიმე სხვა გუნდში გადასვლაზე. მას შემდგომ, რაც აქ მოვედი თავს საკუთარ სახლში ვგრძნობ. "ბაიერნი" აბსოლიტურად ყველაფერს მთავაზობს რაც მჭირდება." - ფლიკი.

"ლიგის ფინალს სახლში, მარტომ, ცალკე ოთახში ვუყურე, რადგან არ მიყვარს, როდესაც ვინმე ფეხბურთის ყურების დროს მაწუხებს. ოპტიმისტურად ვიყავი განწყობილი და მჯეროდა ჩვენი გუნდის გამარჯვების." - ჰაინკესი.

"იქნება თუ არა "ბაიერნი" "ლივერპული" უდიდესი დაპირისპირება მომდევნო წლებში? ეს შესაძლოა, თუ გუნდები შეინარჩუნებენ შემადგენლობას." - ჰაინკესი.

"მე მხოლოდ ბაიერნზე ვარ და კონცენტრირებული, თუმცა, არ მინდა შევეწინააღმდეგო იუპს. მას უფრო მეტი გამოცდილება აქვს და უფრო მეტ ლიგას უყურებს." - ფლიკი.

"როდესაც ა.შ.შ.-ს პრეზიდენტის ასაკი გავიგე კარიერის გაგრძელებაზე დავფიქრდი (იცინის)." - ჰაინკესი.


6-12-2020, 23:25
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 37 6 31 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 8 2 5 1
5
კინგსლი კომანი
გოლი: 5 2 3 0
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 3 7 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 9 1 8 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 8 2 5 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 7 1 6 0
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0