...

ბაიერნი გერმანიის სუპერთასის მფლობელია

გერმანიაში სეზონის ოფიციალური გახსნა საკმაოდ დრამატული, საინტერესო და დაძაბული გამოდგა - დორტმუნდის "ბორუსიამ" და მიუნხენის "ბაიერნმა" "სიგნალ იდუნა პარკზე" ჩინებული ბრძოლა გააჩაღეს.

მიუხედავად რამდენიმე ლიდერის არყოფნისა, ანჩელოტიმ მაინც ნორმალური შემადგენლობა დააყენა და მიუნხენელებმა მშვენიერი პირველი ტაიმი ჩაატარეს. თუმცა ანგარიში "ბორუსიამ" გახსნა - ხავი მარტინესმა ვიდალის ძლიერი პასი ცუდად დაამუშავა და ბურთი კრისტიან პულიშიჩს ჩააბარა, რომელიც მეკარესთან პირისპირ დარჩა და მარტივად შეაგდო. 6 წუთში კი "ბაიერნმა" უპასუხა. სებასტიან რუდიმ მარჯვენა ფრთაზე შესანიშნავი დიაგონალი გაჭრა, ბურთთან იოზუა კიმიხი გაჩნდა, რომელმაც საჯარიმოში სრულიად თავისუფალ ლევანდოვსკის ჩაუგდო და პოლონელმა მარტივად გაიტანა - 1:1!


მიუნხენელებმა უპირატესობა მოიპოვეს და ორი რეალური მომენტიც ჰქონდათ. რიბერის სოლორეიდისა და პასის შემდეგ თომას მიულერს ბიურკიმ ურთულესი ბურთი აუღო. მოგვიანებით კი კიმიხის რბილი ჩაწოდებისა და მიულერის დარტყმის შემდეგ ბურთი ხარიხამ მოიგერია. საწყისი 45 წუთი საკმაოდ კარგი იყო, "ბაიერნის" ახალწვეულმა, რუდიმ, თავი შესანიშნავად წარმოაჩინა, ხოლო "რეკორდმაისტერმა" "ბორუსიას" გამოუცდელი მარცხენა მცველის, ზაგადუს მინუსებით ისარგებლა და შეტევების დიდი ნაწილი სწორედ მისი ფლანგიდან აწარმოა.

მეორე ტაიმში "ბორუსიამ" მოუმატა და მატჩი საკმაოდ საინტერესო განვითარდა. შეხვედრის 71-ე წუთზე უსმან დემბელეს პასით საჯარიმოში ობამეიანგი შეიჭრა და ძალიან ლამაზი დარტყმით დორტმუნდელები კვლავ დააწინაურა. "ბაიერნმა" დარჩენილ დროში მოუმატა, ზეწოლას ნელ-ნელა აძლიერებდა და საბოლოოდ მიზანსაც მიაღწია. რუდის ჩაწოდების შემდეგ საჯარიმოში არეულობა შეიქმნა, ზულემ მხრით მოახერხა დარტყმა, მაგრამ ბურთი ძელს მოხვდა. შემდეგ კი რიკოშეტების მთელი ნუსხა წამოვიდა, ბოლოს კი კიმიხის დარტყმას დორტმუნდელების დაბნევა და საბოლოოდ, რომან ბიურკის ავტოგოლი მოჰყვა. 2:2 და თამაში პენალტების სერიაში გადავიდა!

პენალტების სერია საკმაოდ საინტერესო გამოდგა. ფრანკ რიბერიმ, სებასტიან რუდიმ და ნიკოლას ზიულემ თერთმეტმეტრიანები სანიმუშოდ შეასრულეს. თუმცა დორტმუნდელებიც კარგად ურტყმადნენ და ძირითად სერიაში მხოლოდ ორი პენალტი გაფუჭდა. ჯერ იოზუა კიმიხს რომან ბიურკიმ აუღო, შემდეგ კი სებასტიან როდეს - სვენ ულრაიხმა.

პირველი დამატებითი პენალტი ნიკოლას ზიულემ დამაჯერებლად გამოიყენა, ხოლო მარკ ბარტრას ულრაიხმა მშვენიერ ნახტომში აუღო და "რეკორდმაისტერს" სეზონში პირველი ტიტული მოაგებინა.

კარლო ანჩელოტიმ "ბაიერნში" მეორე სეზონში კვლავ გერმანიის სუპერთასის მოგებით დაიწყო. "რეკორდმაისტერისთვის" ეს მეექვსე სუპერთასის ტიტულია, რაც აბსოლუტური რეკორდი გახლავთ.

დ.ბორუსია 2:2 ბაიერნი (4:5 პენ.)

გოლები: 1:0 - პულიშიჩი (12'), 1:1 - ლევანდოვსკი (18'), 2:1 - ობამეიანგი (71'), 2:2 - ბიურკი (88 ავტოგოლი').
გაფრთხილება: სოკრატისი (17'), ზაგადუ (53'), როდე (86'), პასლაკი (90+3') - ლევანდოვსკი (69'), ვიდალი (74').

დ.ბორუსია: ბიურკი - პიშჩეკი, სოკრატისი, ბარტრა, ზაგადუ (პასლაკი 77') - კასტრო, შაჰინი, დაუდი (როდე 46') - დემბელე, ობამეიანგი, პულიშიჩი (ფილიპი 90').

ბაიერნი: ულრაიხი - კიმიხი, მარტინესი (ზიულე 60'), ჰუმელსი, რაფინია - ტოლისო (სანჩეში 84'), რუდი, ვიდალი - მიულერი (კომანი 67'), ლევანდოვსკი, რიბერი.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

თუ გსურთ, ყოველდღიურად მიიღოთ მაღალი ალბათობის სპორტული პროგნოზები, გამოიწერეთ ჩვენი სერვისი.

ასევე იხილეთ თემაზე:
გერმანიის სუპერთასი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა