...

ჰამანი: "ანჩელოტი სერიოზული ზეწოლის ქვეშაა"

მიუნხენური კლუბის ყოფილმა საყრდენმა ნახევარმცველმა, დიტმარ ჰამანმა, რომელიც ახლა "Sky Sports-ს" ექსპერტად მუშაობს, კარლო ანჩელოტის ამოცანაზე ისაუბრა.

გამოცდილი გერმანელი მიიჩნევს, რომ 58 წლის იტალიელ სპეციალისტს საკმაოდ რთული მისია აქვს, ამიტომ მასზე ზეწოლაც სერიოზული იქნება.

"ახლა კარლო ანჩელოტი სერიოზული ზეწოლის ქვეშაა. გასულ წელს მას იოზუა კიმიხი, კინგსლი კომანი და რენატუ სანჩეში - ევროპის სამი საუკეთესო ახალგაზრდა ტალანტი ჰყავდა, მაგრამ ისინი აშკარად ვერ განვითარდნენ ისე, როგორც კლუბს სურდა.

ვეტერანების თაობის დრო უკვე ამოიწურა. ახლა დროა, რომ მთავარმა მწვრთნელმა ის მოთამაშეები იპოვნოს, რომლებიც "ბაიერნს" მომდევნო რვა, ათი წლის განმავლობაში დაეხმარებიან.

მიუნხენი რევოლუციის მოლოდინშია, ამიტომაც ანჩელოტის ურთულესი ამოცანა აქვს", - განაცხადა დიდი ჰამანმა.

"ბაიერნი" ძველი თაობის რამდენიმე ლიდერმა, ბასტიან შვაინშტაიგერმა, ფილიპ ლამმა, ხაბი ალონსომ, უკვე დატოვა. ფრანკ რიბერი და არიენ რობენი უკვე ასაკში არიან, ამიტომაც გუნდს ახალი სისხლი ესაჭიროება.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
დიტმარ ჰამანი კარლო ანჩელოტი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა