...

ტოლისო: "რიბერი ჩემთვის მაგალითია"

მიუნხენის "ბაიერნის" საყრდენმა ნახევარმცველმა, კორენტინ ტოლისომ, "TZ-Online-თან" საუბრისას აღნიშნა, რომ მისთვის სამაგალითო მოთამაშე ფრანკ რიბერია.

23 წლის ფრანგი ცენტრი "რეკორდმაისტერს" ამ ზაფხულს ლიონის "ოლიმპიკიდან" დაახლოებით 40 მილიონ ევროდ შეუერთდა და სურს, რომ მიუნხენში რიბერის მსგავსი კარიერა ჰქონდეს.

"ფრანკი ჩემთვის მაგალითია. ისეთ დიდ კლუბში, როგორიც მიუნხენის "ბაიერნია", ამდენი ხნით დარჩენა ნამდვილად დიდებული მიღწევაა. ეს კლუბი, "ბარსელონასა" და მადრიდის "რეალთან" ერთად, მსოფლიოში საუკეთესოა. ამაყი ვიქნები თუ ისეთივე კარიერა მექნება, როგორიც ფრანკს აქვს.

ვცდილობ, გერმანული ენა უკვე შევისწავლო, რადგან მსურს, რომ გასახდელში თითოეული სიტყვა მესმოდეს", - განაცხადა ტოლისომ.

ფრანკ რიბერი მიუნხენურ გრანდს 2007 წლის ზაფხულში მარსელის "ოლიმპიკიდან" შეუერთდა და ახლა "ბაიერნში" თავის მეათე სეზონს დაიწყებს.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
კორენტინ ტოლისო ფრანკ რიბერი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა