...

გერმანიის თასი იწყება - ბაიერნი ჩემნიცს ესტუმრება

ზაფხულის ცხელი დღეები ჯერ კიდევ არ დასრულებულა, მაგრამ გერმანიაში საფეხბურთო სეზონი უკვე ოფიციალურად დაიწყო. გერმანიის სუპერთასის მოგების შემდეგ მიუნხენის "ბაიერნი" ახლა გერმანიის თასის გათამაშებაში ჩაებმება.

კარლო ანჩელოტის გუნდი პირველ წრეში გერმანიის მესამე დივიზიონის კლუბ "ჩემნიცს" სტუმრად შეხვდება და ეცდება, რომ ბუნდესლიგის დაწყების წინ კარგი განწყობა შეიქმნას.

"ჩვენ კლასიკურ პირველი წრის მატჩს ველოდებით. წაგების შემთხვევაში კი ნამდვილი ჯოჯოხეთი გველის", - აღნიშნა თომას მიულერმა. "ბაიერნის" ახალწვეული, ნიკოლას ზიულე, თამაშს სერიოზულად უდგება: "ფანები "ჩემნიცს" გვერდში დაუდგებიან. პირველ წრეში "ჰოფენჰაიმთან" ერთად "მიუნხენ 1860-თან" დავმარცხდი, ამიტომ ვიცი, რომ დაბალი ლიგის გუნდებთან თამაში არასოდეს არის მარტივი. "ჩემნიცისთვის" ეს ცხოვრების მატჩი იქნება."

"რეკორდმაისტერის" ფრანგი ვინგერი, ფრანკ რიბერი, მიიჩნევს, რომ მიუნხენელებისათვის პირველი გოლის გატანა იქნება მნიშვნელოვანი. "როგორც აშკარა ფავორიტებს ჩვენ სწრაფი გოლი გვჭირდება, რის შემდეგაც საქმე ძალიან გამარტივდება. რაც უფრო დიდ ხანს შენარჩუნდება ტაბლოზე ნულები, მით უფრო გაგვიჭირდება. არც ის უნდა ვიფიქროთ, რომ გავალთ და 3:0, 4:0 ან 5:0 მოვიგებთ. თუმცა ჩვენ "ბაიერნი" ვართ და აუცილებლად გამარჯვება უნდა მოვიპოვოთ."

"ჩემნიცი" უკვე სამი კვირაა ეროვნულ ჩემპიონატში ჩაება, ამიტომაც მარტივი თამაში არ გველოდება. ეს მნიშვნელოვანი მატჩია და თავს საუკეთესოდ ვგრძნობ", - განაცხადა დავიდ ალაბამ, რომელიც არიენ რობენთან ერთად გუნდს ახლახანს დაუბრუნდა და მატჩისათვის მზად არის.

"ეს ცხოვრების მატჩია, რომელშიც ფრე ნამდვილი საოცრება იქნება. მთელი ქალაქი, ფანები და მოთამაშეები არიან მოტივირებულნი. ყოველი შეტევისა და გამარჯვების შესაძლებლობის შეგრძნების დროს დიდ სიამოვნებას მივიღებთ. გვინდა, რომ ფანტასტიკური მატჩი ჩავატაროთ და ეს გამოწვევა ღირსეულად მივიღოთ", - აღნიშნა "ჩემნიცის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰორსტ შტეფენმა.

გერმანიის თასის პირველი წრის თამაში ამ საღამოს ჩვენი დროით 17:30 საათზე დაიწყება.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

თუ გსურთ, ყოველდღიურად მიიღოთ მაღალი ალბათობის სპორტული პროგნოზები, გამოიწერეთ ჩვენი სერვისი.

ასევე იხილეთ თემაზე:
გერმანიის თასი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა