...

ბაიერნმა ჩემნიცი გაანადგურა

გერმანიის თასის პირველ წრეში მიუნხენის "ბაიერნმა" სტუმრად მესამე დივიზიონის წარმომადგენელი "ჩემნიცი" უშანსოდ გაანადგურა - 5:0.

კარლო ანჩელოტიმ ძირითად შემადგენლობაში სამი ახალწვეული დააყენა: ნიკოლას ზიულე, კორენტინ ტოლისო და სებასტიან რუდი. მიუნხენელებმა კარგად დაიწყეს. უკვე მე-3 წუთზე ტოლისოს ჩაწოდების შემდეგ კარის მიმართულებით თავით რობერტ ლევანდოვსკი ურტყამდა, მაგრამ არაზუსტად. მალევე კარგი შანსი კომანმა მიიღო, მაგრამ მას მეკარემ აუღო. საბოლოოდ "ბაიერნმა" მიზანს მიაღწია და მატჩის მე-20 წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ საჯარიმო დარტყმით ანგარიში გახსნა. ტაიმის ბოლოს კომანის პასით კარისკენ რიბერიმ დაარტყა ძალიან ძლიერად, მაგრამ "ჩემნიცის" მეკარემ საოცარი ბურთი მოიგერია.

მეორე ტაიმის დებიუტში სებასტიან რუდიმ მეტოქეს ბურთი მოედნის ცენტრში აართვა და რიბერის გადააწოდა, რომელმაც მარცხენა ფლანგზე თავისუფალი კინგსლი კომანი იპოვნა. ახალგაზრდა ფრანგმა საჯარიმოში შეიგდო და შორეულ კუთხეში დაბალი დარტყმით მეორე ბურთი გაიტანა. დაახლოებით 10 წუთში ლევანდოვსკიმ დუბლი გაიფორმა - მიუნხენელებმა მარჯვენა ფლანგზე შესანიშნავი კომბინაცია გაითამაშეს. ტოლისომ, კომანმა და კიმიხმა "ჩემნიცის" მცველები დააბნიეს, საბოლოოდ კი ფრანგი საყრდენის პასით პოლონელმა ფორვარდმა ცარიელ კარში გაიტანა.


მოგვიანებით პაპა კარლომ თამაშში დავიდ ალაბა და არიენ რობენი ჩართო, შემდეგ კი არტურო ვიდალიც. 79-ე წუთზე ფრანკ რიბერიმ ულამაზესი საჯარიმო დარტყმა გაიტანა, ხოლო 89-ე წუთზე მატს ჰუმელსმა წერტილი დასვა - 5:0!

ჩემნიცი 0:5 ბაიერნი

გოლები: 0:1 - ლევანდოვსკი (20'), 0:2 - კომანი (51'), 0:3 - ლევანდოვსკი (60'), 0:4 - რიბერი (79'), 0:5 - ჰუმელსი (89').
გაფრთხილება: ენდრესი (19') - რუდი (57').

ჩემნიცი: კუნცი - ლეუტენეკერი, შეფელი, ენდრესი, ტრაპი, კოხი - ჰანში, გროტე (ტრინკსი 28'), რეინჰარდტი, აიდინი (მლინტოვსკი 70') - ფრანი (შალოვი 81').

ბაიერნი: ულრაიხი - კიმიხი, ზიულე, ჰუმელსი, რაფინია (ალაბა 63') - ტოლისო, რუდი (ვიდალი 69') - კომანი, მიულერი, რიბერი - ლევანდოვსკი (რობენი 64').скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

თუ გსურთ, ყოველდღიურად მიიღოთ მაღალი ალბათობის სპორტული პროგნოზები, გამოიწერეთ ჩვენი სერვისი.

ასევე იხილეთ თემაზე:
გერმანიის თასი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა