გერმანიის ბუნდესლიგის მე-13 ტურში მიუნხენის "ბაიერნი" ლევერკუზენის "ბაიერს" ესტუმრა და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა. ეს ტური უკანასკნელია გერმანიაში 2020 წელს. გუნდები ახალ წლამდე დაგვემშვიდობნენ.
აღსანიშნავია, რომ დღევანდელი შედეგით ჰანს ფლიკმა "ბაიერნის" რიგებში კიდევ ერთი ახალი რეკორდი დაამყარა.
კერძოდ, ისტორიაში პირველად, "რეკორდმაისტერმა" ბუნდესლიგის კალენდარული წელი მხოლოდ 1 მარცხით დაასრულა.
ერთადერთი კლუბი, რომელმაც 2020 წელს ბუნდესლიგაშიც და ზოგადად ყველა ტურნირზეც ბავარიელების დამარცხება მოახერხა, "ჰოფენჰაიმია".