...

რობენი: "ჯონ ტერიმ ძალიან ბევრი რამ მასწავლა"

მიუნხენური გრანდის ჰოლანდიელმა ვინგერმა, არიენ რობენმა, ლონდონის "ჩელსიში" გატარებული წლები გაიხსენა და "ლურჯების" ლეგენდარული ცენტრალური მცველი, ჯონ ტერი, შეაქო.

33 წლის "მფრინავი ჰოლანდიელი" მშობლიური ჰოლანდიიდან 2004 წელს წავიდა და "არისტოკრატებს" შეუერთდა. "ჩელსიში" მან სამი წელი დაჰყო და 2007 წელს მადრიდის "რეალს" მიაშურა.

"იმ გუნდში თითოეული მათგანი სხვაზე ფიქრობდა. ყველა მხოლოდ კლუბზე ფიქრობდა. გასახდელში ფანტასტიკური ატმოსფერო სუფევდა. იმ "ჩელსიში" ბევრი გამორჩეული პერსონა იყო, მაგრამ არავინ იყო ჯონ ტერის მსგავსი.

რა შეიძლება ისწავლოს ჰოლანდიელმა ვინგერმა ინგლისელი ცენტრალური მცველისგან? ყველაფერი. მთავარი ის იყო, რომ ჯონი გუნდის კაპიტანი და ნამდვილი ლიდერი გახლდათ. მასთან ყოველთვის შეიძლებოდა როგორც ფეხბურთზე, ისე სხვა რაღაცეებზე საუბარი. ის თავის თანაგუნდელებს რჩევებს აძლევდა და ამხნევებდა.

მისგან შეგიძლიათ ყველაფერი ისწავლოთ, მაგალითად ის, რომ კლუბისათვის ყოველთვის მაქსიმუმი უნდა გაიღოთ და ბოლომდე იბრძოლოთ. დარწმუნებული არ ვარ, რომ ფეხბურთელი კარიერის ბოლომდე სრულიად გაიაზრებს თუ რა გავლენა აქვს მასზე ჯონ ტერის. ვერასოდეს ითამაშებთ ისეთი ფეხბურთელის გვერდზე, როგორიც ჯონია", - აღნიშნა რობენმა.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
არიენ რობენი ჯონ ტერი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა