...

ტიაგო და მარტინესი ვარჯიშებს დაუბრუნდნენ

მიუნხენური კლუბის ლაზარეთი ნელ-ნელა ცარიელდება - "ბაიერნის" ესპანელი ლეგიონერები, ხავი მარტინესი და ტიაგო ალკანტარა, დღეს ვარჯიშებს დაუბრუნდნენ.

26 წლის ესპანელი ცენტრალური ნახევარმცველი საკმაოდ კარგ განწყობაზე იყო, გუნდთან ერთად სრული დატვირთვით იმუშავა, შემდეგ კი ბურთით ინდივიდუალურად ივარჯიშა.

აღსანიშნავია, რომ სავარჯიშო ბაზაზე კოლუმბიელი ახალწვეული, ხამეს როდრიგესიც, გამოჩნდა და ჟერომ ბოატენგთან ერთად ბურთის გარეშე, ინდივიდუალური პროგრამით, იმუშავა.

გუნდთან ერთად მანუელ ნოიერი და არიენ რობენიც ვარჯიშობდნენ. 31 წლის გერმანელი კიპერი მოედანზე დასაბრუნებლად ემზადება, 33 წლის ჰოლანდიელს კი, როგორც ჩანს, სერიოზული პრობლემები არ აქვს.

ტიაგოს მუცლის კუნთის პრობლემები ჰქონდა და ამის გამო რამდენიმე კვირა გაუცდა, მარტინესმა კი ბარძაყის ტრავმა გერმანიის სუპერთასზე მიიღო. ხამეს როდრიგესი მოსამზადებელი ეტაპის დროს დაიმტვრა, ხოლო არიენ რობენმა "ბაიერნის" შაბათის ვარჯიში შეწყვიტა, მაგრამ დღეს სრული დატვირთვით იმუშავა.

მიუნხენური გრანდი მომდევნო თამაშს 26 აგვისტოს, შაბათს, სტუმრად ბრემენის "ვერდერის" წინააღმდეგ ჩაატარებს. სავარაუდოდ, ნოიერი, მარტინესი და ტიაგო ამ შეხვედრისთვის მზად იქნებიან, ხამესი კი რეაბილიტაციის პროცესს გააგრძელებს.

ამ ეტაპზე "ბაიერნის" ლაზარეთში უქმედ მხოლოდ ერთი ფეხბურთელი იმყოფება - ხუან ბერნატი, რომელსაც სერიოზული დაზიანება აქვს და გუნდს ნოემბრამდე ვერ დაეხმარება.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა