...

სენსაციური დაბრუნება - ლამი კარიერას აღადგენს?

მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდარულმა კაპიტანმა, ფილიპ ლამმა, შესაძლოა ზაფხულში დასრულებული კარიერა აღადგინოს.

ავტორიტეტული გერმანული გამოცემა "Bild" სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს - მეორე ბუნდესლიგის კლუბმა, "სანკტ-პაულიმ", 33 წლის გერმანელს ოფიციალური წინადადებით მიმართა და 1 წლიანი კონტრაქტი, კიდევ 1 წლით გახანგრძლივების პერსპექტივით, შესთავაზა.

ზემოთხსენებული გამოცემის ინფორმაციით, "სანკტ-პაულის" ხელმძღვანელობამ ფილიპს წერილი მისწერა, რომელშიც ლამს მოკრძალებული ხელფასი, მაგრამ გარანტირებული სათამაშო პრაქტიკა შესთავაზა.

გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინ, ჰამბურგული კლუბის გენერალურმა დირექტორმა, ანდრეას რეტიგმა, ხმაღალი განცხადება გააკეთა: "მინდა, რომ დიდი ტრანსფერი გავჩარხოთ!" შესაძლოა, მან სწორედ ლამის დამატება იგულისხმა.

თავად მსოფლიო ჩემპიონმა კი ამ თემაზე მხოლოდ მცირე კომენტარი გააკეთა: "შემოთავაზებით ბედნიერი ვარ, მაგრამ სავარაუდოდ, ამ წინადადებას არ მივიღებ."

ფილიპ ლამმა მიუნხენური გრანდი ამ ზაფხულს დატოვა და აგრეთვე სპორტული დირექტორის თანამდებობის დაკავებაზე თქვა უარი.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
ფილიპ ლამი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა