...

ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა: მიუნხენელების რეაქცია

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრას მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი, სპორტული დირექტორი და მოთამაშეები გამოეხმაურნენ.

"რეკორდმაისტერი" ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე "პსჟ-ს", "ანდერლეხტსა" და გლაზგოს "სელტიკს" შეხვდება.

კარლო ანჩელოტი: "მომხიბვლელი ჯგუფია დიდებული გუნდებით, რომლებსაც "პსჟ" მეთაურობს. მიხარია, რომ ყოფილ კლუბს დავუპირისპირდები. "სელტიკი" ყოველთვის არანორმალურ მხარდაჭერას იღებს ფანებისგან და ეს ყველამ კარგად იცის. "ანდერლეხტი" კი, როგორც ბელგიის ჩემპიონი, უნდა დავაფასოთ. ვფიქრობ, სამივე მოწინააღმდეგე სერიოზული და რთულია."

ჰასან სალიჰამიჯიჩი: "პსჟ" დიდებული მოწინააღმდეგეა - გუნდი დიდი სახელებით. ძალიან მოხარული ვარ. "სელტიკის" წინააღმდეგ 2003 წელს თავად მაქვს ნათამაშები და გლაზგოში ჩემს კარიერაში ყველაზე ხმაურიანი სტადიონი ვნახე. "ანდერლეხტის" არენაზე ვარ ნამყოფი და შემიძლია გითხრათ, რომ ბელგიაში ხმაღალი და კარგი მხარდაჭერა იციან. უდიდესი შეცდომა მათი არდაფასება იქნება. იმისათვის, რომ ჯგუფიდან გავიდეთ, ყოველი მეტოქისათვის კარგად და შესაბამისად უნდა მოვემზადოთ."

მანუელ ნოიერი: "კენჭისყრა საკმაოდ საინტერესო გამოდგა. "პსჟ" რა თქმა უნდა, მთავარი მეტოქეა. პარიზელების წინააღმდეგ არასოდეს მითამაშია და ამ გამოწვევას სულმოუთმენლად ველოდები. "სელტიკსაც" პირველად ვხვდები. "სელტიკ პარკი" საკუთარი საოცარი ატმოსფეროთია სახელგანთქმული და მიხარია, რომ ამ ფანებს შევხვდებით. "ანდერლეხტიც" არასასიამოვნო მოწინააღმდეგეა, რომლის არდაფასებაც დაუშვებელია. ჩვენ მზად უნდა ვიყო!"

თომას მიულერი: "ჩვენს ჯგუფში ყველა სახელოვანი ევროპული კლუბია. "პსჟ" ძალიან საინტერესო მოწინააღმდეგეა და ამ გუნდის წინააღმდეგ არასოდეს მითამაშია. გლაზგოში თამაში ძალიან დიდ ინტერესს იწვევს, რადგან ეს დიდი ტრადიციების მქონე კლუბია, რომელსაც საოცარი ფანები უმაგრებენ ზურგს. მიუხედავად ამისა, ჩვენ საუკეთესო შედეგის მიღწევა გვსურს."

მატს ჰუმელსი: "კარგი ჯგუფია. ჩვენი მიზანი, რა თქმა უნდა, მომდევნო ეტაპზე გასვლაა. "პსჟ" ძალიან მიმზიდველი გამოწვევაა. ეს დიდებული გუნდია. ძალიან მიხარია, რომ ხანგრძლივი მოგზაურობები არ მოგვიწევს."

კორენტინ ტოლისო: "ვფიქრობ, საკმაოდ კარგი, ნორმალური სირთულის, ჯგუფი შეგვხვდა. ყველაზე მთავარი გამოწვევა "პსჟ" გახლავთ, რომელმაც ამ ზაფხულს დანი ალვეშისა და ნეიმარის სახით კარგი დანამატი მიიღო. წინ ორი დიდებული თამაში გველოდება. გარდა ამისა, გლაზგოსა და ბრიუსელში, რაც შეიძლება მეტი ქულა უნდა მოვიპოვოთ. მიხარია, რომ პარიზში ჩემს ნაცნობ ადრიენ რაბიოსა და ალფონს არეოლას ვნახავ."

კინგსლი კომანი: "ჩვენი ჯგუფი მარტივი სულაც არ არის. "პსჟ-სთან" მოხვედრით ძალიან მოხარული ვარ. პარიზულ კლუბში ჩემი პირველი პროფესიონალური სეზონის დროს ამ დიდებულ სტადიონზე მხოლოდ ერთხელ ვითამაშე. ახლა კი იქ "ბაიერნთან" ერთად დაბრუნებით უფრო ბედნიერი ვარ. თუმცა "სელტიკისა" და "ანდერლეხტის" წინააღმდეგ სრულიად კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ, მათი არდაფასება არ შეიძლება."скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა