...

ბაიერნი 3:1 აუგსბურგი - მატჩის ანალიზი

მიუნხენური კლუბი კვლავ გამარჯვების გზას დაადგა და გულშემატკივრების განწყობაც აამაღლა. კარლო ანჩელოტის გუნდმა ერთ კვირაში სამ სხვადასხვა ტურნირზე იასპარეზა და სამი დამაჯერებელი საშინაო გამარჯვება მოიპოვა.

დღეს "ბაიერნი" "აუგსბურგს" შეხვდა დერბიში და გერმანიის თასზე გაიკვლია გზა. Bayern.ge კი ტრადიციულად, გთავაზობთ აღნიშნული შეხვედრის დეტალურ ანალიზს.

მატჩის მსვლელობა
წინა ორი თამაშის მსგავსად, "ბაიერნმა" კვლავ ძალიან აქტიურად დაიწყო და მიზანს ძალიან მალე მიაღწია. შეხვედრის მეორე წუთზე ჯოშუა კიმიხმა ცენტრში ბურთი მოიპოვა, რომელიც ფილიპ ლამმა მარჯვენა ფრთაზე წაიღო, გაითამაშა კედელი ტომას მიულერთან, ულამაზესი მოძრაობით მეტოქის მცველს ფეხებს შუა გაუძვრინა და შორეულ კუთხეში იდეალური სიზუსტით ჩასვა - 1:0. კაპიტანმა მინი-შედევრი გამოაცხო და კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო ბურთი გაიტანა. "ბაიერნმა" სრული უპირატესობა მოიპოვა, ბურთს ძალიან ტექნიკურად და მარტივად ათამაშებდა, მაგრამ მომენტები არ იქმნებოდა. შორიდან ტომას მიულერი, ტიაგო ალკანტარა და რენატო სანჩეში ისროდნენ, მაგრამ ბურთი მარვინ ჰიტცის კარს მუდამ ცდებოდა. "აუგსბურგი" რატომღაც პრესინგს არ მიმართავდა და მიუნხენელებს საკუთარი საჯარიმოს მისადგომებთან ხვდებოდა, მაგრამ უკან ორგანიზებულად მოქმედებდა. მიუხედავად ამისა, "ბაიერნმა" ტაიმის ბოლოს ზეწოლა გააძლიერა და მეორე ბურთიც გაიტანა. ლამმა მარჯვნივ მიულერს გაატანა, რომელმაც შესანიშნავი ჩაწოდება განახორციელა და იულიან გრინმა, რომელსაც ხელს არავინ უშლიდა, თავით თავისი პირველი ოფიციალური გოლი გაიტანა წითელი მაისურით. თავის გამოჩენა მატს ჰუმელსსაც შეეძლო, მაგრამ გერმანელი მცველის დარტყმული დაახლოებით ორი-სამი მეტრიდან ჰიტცმა საოცარი რეაქციით მოიგერია. საბოლოოდ, ძალიან კარგი პირველი ნახევარი და დამაჯერებელი უპირატესობა - 2:0.
შესვენების შემდეგ კი "აუგსბურგმა" ძალიან მალე პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა. საჯარიმოში მატს ჰუმელსმა გოიკო კაჩარს ცოტათი ჰკრა ხელი, რაც მსაჯისთვის საკმარისი აღმოჩნდა. ბურთთან ჟა-ჩოელ კო მივიდა, რომელსაც მანუელ ნოიერმა აუღო, დანიელ ბაიერს დარტყმული კი დამატებაზე კარს ასცდა. მიუნხენელებმა ეს გაუთვალისწინებელი პრობლემა თავიდან აირიდეს, მაგრამ თავად ბურთის კონტროლის გარდა შეტევაში ბევრი არაფერი გამოსდიოდათ. რამდენიმე წუთში საშა შტეგერმანმა თერთმეტმეტრიანი სტუმართა კარისკენ დანიშნა. ჯოშუა კიმიხის ჩაწოდების შემდეგ ძალიან დაუდევრად იმოქმედა ტიგლმა, რომელმაც ბურთი ხელით გააჩერა. ნიშნულთან ტომას მიულერი მივიდა და მორიგი პენალტი გააფუჭა - ბურთი კარს გადააცილა. "ბაიერნი" ცდილობდა რაიმის შექმნას, "აუგსბურგი" კი კონტრშეტევებზე სახიფათოდ მოქმედებდა. ერთ-ერთ ასეთ ეპიზოდში ფილიპ მაქსის ჩაწოდების შემდეგ დონ-ვონ-ჟის ძალიან ცოტა დააკლდა, მაგრამ კორეელმა თავისი შანსი მაინც გამოიყენა. მიულერმა საჯარიმოსთან ბურთი დაკარგა, კოომ კი ერთი გრძელი პასით ჟი ჟერომ ბოატენგის პირისპირ დატოვა. ბოატენგი რატომღაც მეტოქის აგრესიულად არ ეთამაშა, მოძრაობებზე აჰყვა და ამ უკანასკნელმაც ხელსაყრელი პოზიციიდან ყუმბარისებულად გაისროლა - ნოიერს ყოჩაღ, რომ რეაგირება მოახდინა. "ბაიერნი" კი მშვიდად აგრძელებდა ბურთს კონტროლს, მანამ, სანამ დავიდ ალაბამ ძლიერი დარტყმით საბოლოო ანგარიში არ დააფიქსირა - 3:1. ავსტრიელმა გაიტანა და მსაჯმაც ჩასტვინა.

ბადშტუბერის დაბრუნება
დღევანდელი თამაშის ყველაზე ემოციური მომენტი ჰოლგერ ბადშტუბერის მორიგი დაბრუნება იყო ხანგრძლივი პაუზის შემდეგ. შეხვედრის 81-ე წუთზე გერმანელმა მცველმა მატს ჰუმელსი შეცვალა და სტადიონზე გულშემატკივრების ოვაციების ფონზე შეაბიჯა. როგორც შემდეგ ბადშტუბერმა აღნიშნა, ეს ძალიან ამაღელვებელი მომენტი იყო, რომელსაც არასოდეს დაივიწყებს. ჰოლგერმა მორიგი მძიმე დაზიანება გადაიტანა და მინდორს კვლავ დაუბრუნდა. ის ბედს არ ეგუება, ბოლომდე იბრძვის და "ბაიერნის" ღირსების დაცვას ლამობს. ამ ყველაფერს კი "რეკორდმაისტერის" ერთგული ქომაგი ძალიან კარგად ხედავს და აფასებს. სწორედ ამიტომ შეხვდა "ალიანს არენა" ბადშტუბერს აპლოდისმენტებით. ჰოლგერმა ეს თავისი ბრძოლისუნარიანობით და მტკიცე ხასიათით დაიმსახურა.

შანსი ახალგაზრდებს
კარლო ანჩელოტიმ საკმაოდ ექსპრიმენტალური შემადგენლობა შეარჩია და ახალგაზრდებს მისცა შანსი. მათ შორის შეგვიძლია ხუან ბერნატიც მოვიხსენიოთ, აგრეთვე რენატო სანჩეში, ჯოშუა კიმიხი, კინგსლი კომანი და იულიან გრინი. ესპანელი მარცხენა მცველი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო და გუნდს შეტევაში ძალიან კარგად ეხმარებოდა. გარდა ამისა, დაცვაში იდეალურად იდგა. ბერნატი მართლაც ჩინებულად გამოიყურებოდა. კიმიხმა გაბრწყინებებს მიგვაჩვია, ამიტომ დღეს ცოტათი გაგვიცრუა იმედები, რადგან არც ისე კარგი მატჩი ჩაატარა. თუმცა, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, რადგან 21 წლის ბიჭუნა ყველა თამაშს უმაღლეს დონეზე ვერ ჩაატარებს. რენატო სანჩეშმა საკმაოდ ბევრი იშრომა, რამდენიმე ართმევა განახორციელა, დრიბლინგის მცდელობებიც ჰქონდა და შეიძლება ითქვას, რომ კარგად გამოიყურებოდა. იულიან გრინმა თავისი საქმე გააკეთა, ორთაბრძოლებშიც აქტიურობდა და საბოლოოდ, ნორმალური შთაბეჭდილება დატოვა. იმედგაცრუება კი ფრანგი ვინგერი, კიგნსლი კომანი იყო, რომელმაც ფეხი ბოლო ხუთ წუთში აიდგა. მანამდე კი კომანი ძალიან პასიური იყო და ყოველი ბურთის მიღებაზე ან უკან იხევდა ან გაუგებარ გადაწყვეტილებას იღებდა. მაშინ, როდესაც გასულ სეზონში კინგსლი მხოლოდ წინ გარბოდა და ეძებდა გამწვავების საშუალებებს, ამჯერად დინჯად გადაადგილდებოდა და მეტოქის მოტყუებაზე ფიქრი მხოლოდ ბოლო წუთებში დაიწყო. კომანის მსგავსი პასიურობა მართლაც ძალიან მოულოდნელი და საწყენია.

სხარტი ცენტრი
დღევანდელ დერბიში "ბაიერნი" ბურთს ძალიან კარგად და სწრაფად ამოძრავებდა, რაც ცენტრის მაღალი მობილობის დამსახურებაა. რენატო სანჩეში, ჯოშუა კიმიხი და ტიაგო ალკანტარა მუდმივად მოძრაობაში იყვნენ, სწრაფად მოქმედებდნენ, ბურთს დიდი ხანი არ იჭერდნენ და ტემპს მუდამ ინარჩუნებდნენ. შესაძლოა, "ბაიერნს" გრძელი გადაცემები დააკლდა, მაგრამ მოკლე პასების სიზუსტე ძალიან მაღალი იყო და თანაც "აუგსბურგი" პრესინგით თავს არ იწუხებდა. ასე, რომ ხაბი ალონსოს არყოფნა გუნდს დაეტყო და თანაც მხოლოდ პოზიტიური კუთხით. ტიაგო, კიმიხმა და რენატომ არაერთი ართმევა განახორციელეს და ყველაფერს ასწრებდნენ. გამოკვეთილი ჩამშლელი არცერთი მათგანი არ არის, მაგრამ ფუნქციები იდეალურად გადაინაწილეს და ტიაგო შავ სამუშაოსაც კი უმაღლეს დონეზე ასრულებდა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, "ბაიერნი" ცენტრში ძალიან სწრაფად მოქმედებდა და ტემპს არ აგდებდა. ფაქტია, რომ ალონსოს გარეშე "რეკორდმაისტერის" ცენტრი უფრო ცოცხლად გამოიყურება და მეტოქის შეტევებსაც ღირსეულად უმკლავდება. გრძელი დიაგონალური პასების გაკეთების ოსტატები კი კარლო ანჩელოტის ცოტათი უკან ჰყავდა გამწესებული, თანაც ორი, მაგრამ დღეს მიუნხენელებმა უფრო მოკლე გადაცემებით თამაში არჩიეს.

კარლო ანჩელოტი აგრძელებს როტაციას, აგრძელებს სათამაშო სტილის ცვლას და აგრძელებს მუშაობას პრობლემებზე, რომლებიც აუცილებლად მოსაგვარებელია. საგრძნობლად შემცირდა უაზრო შეცდომები პასების დროს და უადგილო ადგილას ბურთის დაკარგვები, რაც სასიამოვნო სიახლეა. თუმცა, "ბაიერნს" კვლავ კონტრშეტევებზე აქვს პრობლემები. "პსვ-მ" სწორედ ასე გაიტანა გოლი და იგივე გააკეთა "აუგსბურგმაც". ჟის წინააღმდეგ ბოატენგს აუცილებლად უფრო აგრესიულად უნდა ემოქმედა, მაგრამ უფრო მეტად საგანგაშო ისაა, რომ კოომ ერთი გრძელი პასით მთელი "ბაიერნის" უკანა ხაზი მოჭრა. მიუხედავად ამისა, "ბაიერნმა" ზედიზედ მესამე საშინაო თამაში მოიგო, განწყობა აიმაღლა და ახლა მორიგი ბავარიული დერბისთვის მოემზადება, რომელიც შაბათს, აუგსბურგში, გაიმართება.

მოამზადა დავით მაღრაძემ, სპეციალურად Bayern.ge-სთვის
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
გერმანიის თასი მატჩის ანალიზი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
Mapa T.Dig
Mapa T.Dig | 16 აპრილი 2017 14:14
It serves him right that he didn’t get this job, he despised all other candidates.
ремонт холодильников
Okay, here's what I think. How old are you?
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა