...

ჰიტცფელდი: "ბაიერნს მიულერი სჭირდება!"

მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა თავკაცმა, ლეგენდარულმა ოტმარ ჰიტცფელდმა, "რეკორდმაისტერის" შესახებ ისაუბრა.

"გენერალმა" მიუნხენური გრანდის სეზონის სტარტი და თომას მიულერის მდგომარეობა შეაფასა.

რა შთაბეჭდილება დატოვა "ბაიერნმა" თქვენზე ამ ეტაპზე?
"მიუნხენელებმა სეზონი კარგად დაიწყეს. საწყის ტურებში ქულების მოგროვება მნიშვნელოვანია. საერთო ჯამში, სტარტი კარგი იყო."

თუმცა, გუნდი 100%-თ ჯერ კიდევ არ არის მზად...
"რა თქმა უნდა, არა, რადგან ჯერ ძალიან ადრეა. დაცვის ხაზში გუნდს მოსამატებელი აქვს, მაგრამ ეს სეზონის მსვლელობისთანავე გამოსწორდება. სეზონში ნელ-ნელა უნდა შეხვიდე, ამას კი დრო სჭირდება."

შემადგენლობით ანჩელოტი სრულიად კმაყოფილი უნდა იყოს?
"დიახ. "ბაიერნმა" ის მოთამაშეები დაიმატა, რომლებიც გუნდს ეგრევე დაეხმარებიან და კარლო ცდილობს, რომ როტაციის მეშვეობით თავის წარმოჩენის შესაძლებლობა ყველას მისცეს. ეს მისი ფილოსოფიაა, რომელსაც გასულ წელსაც იყენებდა. როტაციის მეშვეობით საჭირო ენერგიებისა და ძალების დაზოგვა, აგრეთვე გუნდში კონკურენციის შენარჩუნება შეგიძლია."

როგორც ჩანს, თომას მიულერი, თავისი მდგამარეობით აღფრთოვანებული არ არის
"როდესაც მოთამაშე ინტერვიუს აძლევს, ყველა სიტყვას აქვს ფასი. თუმცა ვფიქრობ, რომ თომასმა ნორმალურად ისაუბრა და მისი გაბრაზებაც სავსებით ლოგიკურია. ამ სიტუაციით ის კმაყოფილი ნამდვილად ვერ იქნება. თომასი ნამდვილი ჩემპიონი, შოუმენი და ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა. "ბაიერნს" თომასი სჭირდება!"

ლუი ვან გაალმა ერთხელ აღნიშნა, რომ მიულერი ყოველთვის ითამაშებსო. თქვენ რას იტყოდით?
"როტაციას მეც მივმართავდი და გუნდში უფრო მეტი ლოგიკურად უკმაყოფილო მოთამაშე მყავდა, მაგრამ ეს სავსებით ნორმალური სიტუაციაა. მიულერმა საკუთარი გზა სეზონის განმავლობაში უნდა გაიკვლიოს. "ბაიერნს" წინ კიდევ ძალიან ბევრი მატჩი აქვს და თომასს შანსი აუცილებლად მიეცემა."скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
ოტმარ ჰიტცფელდი თომას მიულერი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა