...

"სჯობს იყო დაუფასებელი, ვიდრე გადაფასებული", - სებასტიან რუდის ინტერვიუ

მიუნხენის "ბაიერნის" ახალწვეულმა, სებასტიან რუდიმ, გერმანული გრანდის პრესსამსახურთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.

27 წლის გერმანელმა ნახევარმცველმა თავის ცხოვრებაზე, "ბაიერნში" გატარებულ საწყის თვეებსა და სამომავლო მიზნებზე ისაუბრა.

სებასტიან, მიუნხენში პირველი თვე უკვე გაატარეთ. გრძნობთ თავს ისე, როგორც სახლში?
"დიახ. თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. არც ველოდი თუ ასეთ დიდებულ დახვედრას მომიწყობდნენ. თავიდანვე ყველაფერი ბრწყინვალედ დაიწყო. გუნდმა საქმე გამიადვილა. გერმანიის ნაკრებიდან რამდენიმე მოთამაშეს უკვე ვიცნობდი. სწორედ ამიტომ, ადგილის დამკვიდრებაში დრო არ დამიკარგავს."

სახლი უკვე იპოვნეთ?
"დიახ, გრიუნვალდში. მე და ჩემს მეუღლეს მშვიდი ცხოვრება გვიყვარს. სწორედ ამიტომ წავედი ქალაქიდან."

მოასწარით ბუნების დათვალიერება?
"გადმოსვლის შემდეგ უკვე ბევრი რამ გავაკეთეთ, ამიტომ ბევრი დრო არ მქონია. თუმცა გერენსისა და ისარზე უკვე ვიყავით. უახლოეს კვირეებსა და თვეებსი კი უფრო მეტს ვნახავთ."

რომელ თანაგუნდელთან ერთად ატარებთ ყველა დიდ დროს მოედანს მიღმა?
"ვცდილობ, რომ თითოეულ თანაგუნდელთან დავამყარო კონტაქტი, ამიტომაც ყველასთან კარგად ვარ. თუმცა, რა თქმა უნდა, უფრო მეტ დროს რამდენიმე მათგანთან ერთად ვატარებ, მაგალითად, ნიკოლას ზიულესთან, იოზუა კიმიხთან, თომას მიულერთან და მატს ჰუმელსთან."

იოზუა ბოიზინგენში, რომელიც თქვენი მშობლიური ქალაქი დიტენგენიდან 11 კილომეტრში მდებარეობს, გაიზარდა.
"და მანაც ჩემს მსგავსად "შტუტგარტის" ახალგაზრდული აკადემია გამოიარა. ასე, რომ მასთან ძალიან ახლო და კარგი ურთიერთობა მაქვს."

"ბაიერნის" გასახდელში ახლა საუბრობს ვინმე შვაბურ დიალექტზე?
"შესაძლოა (იცინის). თუმცა მე ბოლო 7 წელიწადი ჰაიდელბერგში, ხოლო იოზუამ - ლაიფციგში გაატარა, ამიტომაც დიალექტი ცოტათი დავკარგეთ."

თქვენ 4 ძმასთან და ერთ დასთან ერთად გაიზარდეთ. როგორი შეგრძნებაა?
"ეს ჩემი მშობლებისთვის უფრო რთული უნდა ყოფილიყო (იცინის). თუმცა ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ბევრ ძმასთან და დასთან ერთად დიდ ოჯახში ცხოვრება ბრწყინვალეა. ერთი ძმა ჩემზე ერთი წლით უფროსია, ხოლო ორი - ჩემზე ორი წლით უმცროსი. ჩემი და უკვე 18 წლის გახლავთ, ხოლო უმცროსი ძმა 10 წლის."


ჩვენთან მოსვლამდე ზაფხულში, გერმანიის ნაკრებთან ერთად, კონფედერაციის თასი მოიგეთ. შეგმატათ ამან თავდაჯერებულობა მიუნხენში ჩამოსვლამდე?
"პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ კონფედერაციის თასის მოგება მაგარი იყო. აქ მაინც მოვიდოდი და ტურნირი რომც წაგვეგო, თავდაჯერებულობას ნამდვილად არ დავკარგავდი. როდესაც მინდორზე გადიხარ, აუცილებლად თავდაჯერებული უნდა იყო. საკუთარი თავის დამკვიდრება უნდა გსურდეს!"

მოსამზადებელი ეტაპის პერიოდში თქვენ თქვით, რომ "ბაიერნში" ყველას გინდა დაანახოთ თუ რა შეგიძლიათ. კმაყოფილი ხართ საკუთარი თავით ამ ეტაპზე?
"ვფიქრობ, გუნდს კარგად მოვერგე, მაგრამ ვიცი, რომ კიდევ ბევრი მაქვს გასაკეთებელი. ვარჯიშები ძალიან მაღალი დონისაა და განვითარებაში ესეც კი მეხმარება. ახლა კი უნდა ვნახო სად გადის ჩემი ლიმიტი და რაოდენ შორს შემიძლია წასვლა. ამის გასარკვევად "ბაიერნი" საუკეთესო ადგილია."

განსხვავებული სისტემა, განსხვავებული მთავარი მწვრთნელი, განსხვავებული თანაგუნდელები - რამდენად შეიცველა თქვენი თამაში მიუნხენურ კლუბში?
"არც ისე. ვფიქრობ, "ბაიერნმა" ჩემი სათამაშო სტილისა და შესაძლებლობების გამო დამიმატა, ასე რომ, დიდად შეცვლა არ მსურს. რა თქმა უნდა, კარგი ფიზიკური და ტექნიკური კონდინციები სტაბილურად უნდა შევინარჩუნო. თუმცა ეს ჩემს სათამაშო სტილზე გავლენას არ იქონიებს."

საწყის თამაშებში ბევრი ქება დაიმსახურეთ. არის შეგრძნება, რომ "ბაიერნში" მოსვლამდე ცოტათი არ გაფასებდნენ
"როდესაც გუნდს უფასოდ უერთდები და მშვიდი პიროვნება ხარ, ყურადღების ცენტრში ნაკლებად ექცევი. თუმცა არამგონია, რომ ეს ცუდი იყოს. მირჩევნია, დაუფასებელი ვიყო, ვიდრე ზედმეტად დაფასებული. ეს იმას ნიშნავს, რომ მშვიდად ვიმუშავებ და ყველას დავუმტკიცებ თუ რა შემიძლია."

როგორ ფიქრობთ, "ბაიერნში" გადმოსვლის შემდეგ უფრო დიდ ყურადღებას გაქცევენ მედიაში?
"დიახ. მაგალითად, ინტერვიუს ჩასაწერად უფრო მეტი შემოთავაზება მაქვს."

შეგიძლიათ გახვიდეთ ქალაქში, თუნდაც თეატრში, ისე, რომ საზოგადოებაში არ გიცნონ?
"ეს პრობლემა არასოდეს ყოფილა."

ბოლო კვირეების განმავლობაში ღია ვარჯიშს მინიმუმ 2 500 გულშემატკივარი ესწრება. დაახლოებით რამდენი ავტოფრაფი დაარიგეთ?
"არ დაგიმალავთ - ძალიან ცოტა. თუმცა ამისათვის ყოველთვის მზად ვარ, რადგან მესმის, რომ ავტოგრაფით ქომაგებს, განსაკუთრებით კი ბავშვებს, დიდ სიამოვნებას ვანიჭებ."

როდესაც 2 500 ფანი გიყურებთ, განსხვავებულად ვარჯიშობთ?
"ამას ვეტ ვიტყვი, მაგრამ ასეთი მხარდაჭერა მომწონს. ღია ვარჯიშები წინა კლუბშიც მქონია, მაგრამ ამდენი ქომაგი სავარჯიშო ბაზაზე არასოდეს მინახავს."


გაქვთ თუ არა დრო ცეკვისათვის? რამდენიმე წლის წინ თქვენ აღნიშნეთ, რომ ცეკვა თქვენი ჰობია.
"ეს მართალია. მე და ჩემმა ცოლმა ცეკვა ქორწილამდე დავიწყეთ. იმდენად დიდ სიამოვნებას ვიღებდით, რომ ყურადღებაც სერიოზულად მივაქციეთ. დაახლოებით 10 წელია რაც ცეკვაზე ვმუშაობთ. გამომდის ვალსი, ჩა-ჩა-ჩა, დისკო და ფოქსტროტი. ამის გაგრძელება მიუნხენშიც გვინდა, მაგრამ აქ გამოდსვლის შემდეგ ცეკვის სკოლა ჯერ ვერ ვიპოვნეთ."

თქვენ ჩოგბურთსაც თამაშობთ?
"ამასაც 10 წლის განმავლობაში ვაკეთებდი. თუმცა ამას მხოლოდ მაშინ ვაკეთებ, როდესაც შვებულებაში ვარ. თანაც, მაგიდის ჩოგბურთს უფრო ვანიჭებ უპირატესობას."

რაოდენ განსხვავებულია მინდორზე "ბაიერნის" მაისურით ყოფნა?
"ბაიერნთან" ერთად ყოველ თამაშში ფავორიტი ხარ. ეს მოწინააღმდეგე გუნდს უფრო დიდ მოტივაციას აძლევს. მეტოქე ყოველთვის უნდა დააფასო და თითოეულ ტურში 100%-თ დაიხარჯო. თუ ტიტულების მოგება გინდა, არასოდეს უნდა მოდუნდე."

კონფედერაციის თასი პირველი ტიტული იყო. ამას კი "ბაიერნთან" ერთად მოგებული სუპერთასი მოჰყვა. რას ნიშნავს თქვენთვის ეს წარმატებები?
"ტიტულის თავს ზემოთ აღმართვაზე უკეთესი არაფერია. თუმდა იმედი მაქვს, რომ ეს მომენტი ჩემს კარიერაში კიდევ არაერთი იქნება."

რას ელით ჩემპიონთა ლიგისგან? მას შემდეგ, რაც ამ ტურნირზე ბოლოს იასპარეზეთ, 7 წელიწადი გავიდა.
"ამ ტურნირზე თამაშს სულმოუთმენლად ველოდები. ბუნდესლიგაში რამდენიმე ათეული მატჩი მაქვს ჩატარებული, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე ძალიან ცოტა. ევროპაში თამაში ყოველთვის ჩემი მიზანი იყო. ჩემპიონთა ლიგა კი რაღაც განსაკუთრებულია!"

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
სებასტიან რუდი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა