...

არტურო ვიდალი გუშინწინ სანტიაგოს კაზინოში გამოიჭირეს

მიუნხენის "ბაიერნის" საყრდენი ნახევარმცველი, არტურო ვიდალი, მცირე სკანდალში გაეხვა.

30 წლის სამხრეთ ამერიკელი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის თამაშებისათვის სამშობლოში დაბრუნდა, გუშინწინ საღამოს ჩილეს ერთ-ერთი კაზინოში შენიშნეს.

ჩილური ტელეარხი "13 Canal" იტყობინება, რომ არტურო 28 აგვისტოს საღამოს სანტიაგოში "მონტიჩელის" კაზინოში ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად წვეულებაზე იმყოფებოდა.

ადგილობრივი პრესის ინფორმაციით, ვიდალი და მისი მეგობრები წვეულებაზე დილამდე გაჩერდნენ, საკმაოდ ბევრი იხმაურეს და საქმე იქამდე მივიდა, რომ კაზინოს დაცვამ დილის საათებში პოლიცია გამოიძახა, რათა სიტუაცია ჩაეწყნარებინა.

ამ ინციდენტზე კომენტარი თავად არტურომაც გააკეთა, რომელიც პოლიციის მისვლის დროს ადგილზე აღარ იმყოფებოდა. "დიახ, მე კაზინოში ვიყავი და ჩემს მეგობრებთან ერთად საჭმელი მივირთვი. ამის შემდეგ კი სახლში წავედი. იმაზე თუ რა გააკეთეს შემდეგ ჩემმა მეგობრებმა, მე პასუხს ვერ გაგცემთ", - მოკლედ განმარტა ვიდალმა.

აღსანიშნავია, რომ არტურო ვიდალი მსგავს სკანდალში პირველად არ გახვეულა და ის არაფხიზელ მდგომარეობაში ღამის კლუბში არაერთხელ შეუმჩნევიათ. ბოლო ასეთი შემთხვევა 2015 წელს ასევე სანტიაგოში დაფიქსირდა, როდესაც არტურო, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ, საკუთარი მანქანით კედელს შეასკდა.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

თუ გსურთ, ყოველდღიურად მიიღოთ მაღალი ალბათობის სპორტული პროგნოზები, გამოიწერეთ ჩვენი სერვისი.

ასევე იხილეთ თემაზე:
არტურო ვიდალი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა