...

ლეგიონი: კომანმა რობენი გაანადგურა, ვიდალის ჩილე კი შერცხვა

გუშინ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტებზე გაგრძელდა და მიუნხენის "ბაიერნის" რამდენიმე ლეგიონერმა მნიშვნელოვანი თამაში ჩაატარა.


ევროპის შესარჩევი ციკლის გუშინდელი მატჩებიდან ყველაზე დიდ ინტერესს საფრანგეთისა და ჰოლანდიის ეროვნული გუნდების დაპირისპირება იწვევდა. მიუნხენის "ბაიერნის" ქომაგების სასიხარულოდ, ფრანგების სასტარტოში კინგსლი კომანი მოხვდა, ხოლო "ნარინჯისფრებს" გამოცდილი არიენ რობენი კაპიტნობდა.

ფრანგებმა დამაჯერებლად დაიწყეს და ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებს შანსი არ დაუტოვეს. პირველ ტაიმში დიდიე დეშამის გუნდმა ანტუან გრიზმანის ერთადერთი გოლით იმარჯვა. მეორე ნახევარში კი შეტევაზე გადასული ჰოლანდიელები მასპინძლებმა სწრაფ კონტრშეტევებზე დაიჭირეს. ტომას ლემარმა დუბლი გაიფორმა, ხოლო წერტილი კილიან მბაპემ დასვა - 4:0!

21 წლის კომანი მარჯვენა ფლანგზე აქტიურად მოქმედებდა და საკმაოდ ნაყოფიერი მატჩი ჩაატარა. მან 33 წლის არიენი დაჩრდილა, ხოლო საფრანგეთმა ჰოლანდიის ნაკრები გაანადგურა. ამ გამარჯვებით ფრანგები ჯგუფში პირველ ადგილზე გადავიდნენ, ხოლო ჰოლანდია მეოთხე პოზიციამდე დაქვეითდა.

7 ტურის შემდეგ საფრანგეთს 16 ქულა აქვს, შემდეგ კი შვედეთი (14) და ბულგარეთი (10) მოდიან. ჰოლანდიის ნაკრებსაც 10 ქულა აქვს და მომდევნო ტურში ბულგარეთის ეროვნული გუნდი აუცილებლად უნდა დაამარცხოს.


გვიან ღამით კი მუნდიალის შესარჩევის მორიგი თამაშები სამხრეთ ამერიკაში დაიწყო. "ბაიერნის" ახალწვეული ხამეს როდრიგესი კოლუმბიის ნაკრებთან ერთად ვენესუელაში ჩავიდა, მაგრამ სათადარიგო სკამზე დარჩა. მატჩი კი უგოლოდ დასრულდა - 0:0.

15 ტურის შემდეგ კოლუმბიას 25 ქულა აქვს და მეორე პოზიციაზე იმყოფება. შემდეგ ურუგვაი (24), ჩილე (23) და არგენტინა (23) მოდიან.


ყველაზე მეტად კი "რეკორდმაისტერის" ჩილელ ლეგიონერს, არტურო ვიდალს, არ გაუმართლა. მისმა ეროვნულმა გუნდმა შინ პარაგვაი მიიღო და მოულოდნელად 0:3 განადგურდა.

ანგარიში პირველ ტაიმში არტურომ ბრწყინვალე თავურით გახსნა, მაგრამ მას კარებები აერია და საკუთარ კარში ულამაზესი ბურთი შეაგდო.


დარჩენილ დროში ჩილეს მომენტები ჰქონდა, მაგრამ არ უმართლებდა. პარაგვაელებმა კი ორი კარგი კონტრშეტევა განახორციელეს და სანტიაგოში დიდი ანგარიშით იმარჯვეს.

ურუგვაისა და არგენტინის უგოლო ფრის წყალობით ჩილემ მეოთხე პოზიციაზე შეინარჩუნა. მომდევნო ტურში კი, 6 სექტემბერს, ჩილე სტუმრად ბოლივიას შეხვდება და მხოლოდ გამარჯვებისათვის იბრძოლებს.

დღეს ევროპაში კიდევ 9 მატჩი გაიმართება და თავის თამაშს გერმანიის ნაკრების ჩაატარებს. გარდა ამისა საქმეში რობერტ ლევანდოვსკისაც ვიხილავთ.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა