...

ჰუმელსმა გერმანიის ნაკრებს მოაგებინა

გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამარჯვებების სერია გააგრძელა.

იოახიმ ლიოვის გუნდი პრაღაში ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და საკმაოდ რთული ორთაბრძოლა გადაიტანა. "ბუნდესნაკრებმა" მორიგი სამი ქულა მატს ჰუმელსის გოლით მოიპოვა - 2:1.

"ბუნდესნაკრები" უკვე თამაშის მე-4 წუთზე ტიმო ვერნერმა დააწინაურა, მაგრამ ამის შემდეგ გერმანელები მოდუნდნენ. ჩეხები აქტიურობდნენ, მომენტებს ქმნიდნენ და აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ჩემპიონების გაუგებარი ტაქტიკა ამაში ხელს უწყობდათ. ლიოვმა ფაქტობრივად ერთი ნომინალური საყრდენი დააყენა - ტონი კროოსი, რომელსაც ხანდახან მესუტ იოზილი ეხმარებოდა.

საბოლოოდ ჩეხეთმა მიზანს მიაღწია და 78-ე წუთზე დარიდამ ულამაზესი ბურთი გაიტანა. თუმცა გერმანია არ დანებდა და მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალურმა მცველმა, მატს ჰუმელსმა, ჩეხებს თავით ბწრყინვალე გოლი გაუტანა.

იოახიმ ლიოვის გუნდმა 7 ტურის შემდეგ ჯგუფში 21 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე მყოფ ჩრ.ირლანდიის ნაკრებს 5 ქულით უსწრებს. ჩეხები კი 9 ქულით მესამე პოზიციაზე დარჩნენ.


ჩეხეთი 1:2 გერმანია

გოლები: 0:1 - ვერნერი (4'), 1:1 - დარიდა (78'), 1:2 - ჰუმელსი (88').
გაფრთხილება: კალაში (35'), დარიდა (88') - მიულერი (43'), ჰუმელსი (90+1').

ჩეხეთი: ვაცლიკი; გებრე სელასიე, კალაში, სუხი, ნოვაკი, ბორილი; სოუჩეკი, დარიდა; კოპიჩი (კრეიჩი 53'), კრმენჩიკი (კლიმენტი 76'), იანტკო (ჟრნალი 89').

გერმანია: ტერ შტეგენი; ბრანდტი (რუდიგერი 61'), კიმიხი, ჰუმელსი, გინტერი, ექტორი; კროოსი; მიულერი, იოზილი; ვერნერი (ჩანი 79'), შტინდლი (დრაქსლერი 67').скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
გერმანიის ნაკრები მატს ჰუმელსი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა