რიბერი ბუნდესლიგის რეკორდსმენი გახდა

რიბერი ბუნდესლიგის რეკორდსმენი გახდა

მიუნხენურმა გრანდმა დღეს საკუთარი ქომაგების თვალწინ ზედიზედ მეშვიდე ჩემპიონობა იზეიმა და ვერცხლის სინი 29-დ მოიპოვა.

"რეკორდმაისტერმა" ბოლო ტურში შინ ფრანკფურტის "აინტრახტი" 5:1 გაანადგურა და დორტმუნდის "ბორუსიას" ორი ქულით აჯობა.

აღსანიშნავია, რომ "ბაიერნის" ლეგენდარულმა ფრანგმა ვინგერმა, ფრანკ რიბერიმ, კარიერაში მე-9 ბუნდესლიგის ტიტული მოიგო და რეკორდსმენი გახდა.

36 წლის რიბერი ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე წარმატებული მოთამაშეა. აქამდე 8 ვერცხლის სინით ის რეკორდს ფილიპ ლამთან, ბასტიან შვაინშტაიგერთან, ოლივერ კანთან და მეჰმეტ შოლთან იყოფდა.

ფრანკ რიბერი მიუნხენურ გრანდს 2007 წლის ზაფხულში შეუერთდა და ეს მისი უკანასკნელი მატჩი იყო ბუნდესლიგაში.

36 წლის რიბერიმ საჩემპიონო ტიტულები 2008, 2010, 2013, 2014, 2015, 2016, 2017, 2018 და 2019 წლებში მოიპოვა.


18-05-2019, 22:51
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 39 7 32 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 8 2 5 1
5
კინგსლი კომანი
გოლი: 5 2 3 0
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 3 7 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 8 1 6 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0