...

ჩეხეთი 1:2 გერმანია - მატჩისშემდგომი კომენტარები

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გერმანიის ნაკრებმა გუშინ საკმაოდ რთული მატჩი ჩაატარა, მაგრამ მატს ჰუმელსის თავურით ბოლო წუთებზე მაინც მოიპოვა გამარჯვება.

"ბუნდესნაკრებმა" ჩეხეთის ნაკრები პრაღაში სტუმრად 2:1 დაამარცხა და 7-დან 7 გამარჯვება მოიპოვა. თამაშის შემდეგ კი იოახიმ ლიოვმა, თომას მიულერმა, მატს ჰუმელსმა და ტიმო ვერნერმა გააკეთეს კომენტარი.

იოახიმ ლიოვი: "ჩვენი თამაშით ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ. ჩვენ მოვიგეთ და მხოლოდ ამას აქვს მნიშვნელობა, მაგრამ გაგვიმართლა კიდეც. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ბურთს ვფლობდით, მაგრამ მეტოქის ზონებს ვერ ვარღვევდით. თითქმის მთელი თამაშის განმავლობაში მომენტი არ შეგვიქმნია და მხოლოდ ფრე დავიმსახურეთ. საქმე თავად გავირთულეთ. ნამდვილად მინდოდა, რომ მოედანზე ბევრი შემტევი გამეყვანა. 6 შემტეი მოთამაშით იმედი მქონდა, რომ სივრცეებს შევქმნიდით, მაგრამ ამავდროულად, დაცვაში ძალიან გაგვიჭირდებოდა. თუმცა ბურთი ძალიან დიდ ხანს გვეჭირა უაზროდ."

თომას მიულერი: "ამ საღამოს ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით. ჩეხებმა დაცვაში ნამდვილი კედელი აღმართეს, მაგრამ ჩვენს საჯარიმოსთან ბურთს საკმაოდ მარტივად აკონტროლებდნენ."

მატს ჰუმელსი: "ბევრი პრობლემა გვქონდა, მაგრამ ყველაზე დიდი ის იყო, რომ ბურთს მარტივად ვთმობდით. ჩვენ მოთმინება და ყურადღება დაგვაკლდა, ვინაიდან მეტოქეს ბევრ სივრცეს ვუტოვებდით. კარგად ვიცით, რომ ეს ის ფეხბურთი არ არის, რომლის ჩვენებაც შეგვიძლია. მიუხედავად ამისა, გამარჯვება მაინც ძალიან მნიშვნელოვანი იყო."

ტიმო ვერნერი: "ჩემი გოლით ძალიან ბედნიერი ვიყავი და დიდებული სტარტი გამოვიდა. ველოდით, რომ ჩეხები ბოლომდე იბრძოლებდნენ, რადგან მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად ეს მათი ბოლო შანსი იყო."скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა