...

ჰუმელსი ქომაგებზე: "ეს უბრალოდ კატასტროფაა!"

გერმანიის ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, მატს ჰუმელსმა, ჩეხეთთან მატჩის შემდეგ ის ქომაგები გააკრიტიკა, რომლებიც "ბუნდესთიმის" ახალგაზრდა ფორვარდს, ტიმო ვერნერს, შეურაცხყოფას აყენებდნენ.

გულშემატკივრებულის გარკვეულმა ნაწილმა ასე გამოხატა პროტესტი, რომელიც გერმანული ფეხბურთის ფედერაციისადმი და კონკრეტულად "ლაიფციგის" თავდამსხმელისადმი იყო მიმართული.

ეს დაჯგუფება ძალიან ცუდად იქცეოდა, პიროტექნიკაც გამოიყენა და მატჩის წინ ორი ჩეხი მაღალჩინოსნის საპატივსაცემო წუთიერი დუმილის დროსაც ხმაურობდა.

"ეს უბრალოდ კატასტროფაა. თამაშებზე ასეთი მხარდაჭერა საერთოდ არ გვჭირდება. ისინი ქომაგები კი არა, ხულიგნები და უსაქმურები არიან, რომელთაც ნამდვილ გულშემატკივრობასთან კავშირი არ აქვთ.

ტიმო ვენერნმა საკმაოდ სერიოზული შეურაცხყოფა მიიღო, ფანები მისი მიმართულებით ამ საშინელებას თავიდანვე ყვიროდნენ. ამ ფაქტისგან დისტანციას ვიჭერთ, რადგან არ გვინდა, რომ ამასთან რაიმე სახის კავშირი გვქონდეს.

სწორედ ამიტომ არ მივედით ტრიბუნებთან თამაშის შემდეგ", - განაცხადა ჰუმელსმა.

გერმანიამ პრაღაში 2:1 იმარჯვა და გადამწყვეტი ბურთი ჰუმელსმა შეაგდო. თამაშის შემდეგ კი ეროვნული ნაკრები საკუთარი ქომაგების ტრიბუნასთან მადლობის გადასახდელად არ წავიდა, რითიც ამ შეურაცხმყოფელ ქმედებებს უპასუხა.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა