...

გერმანიამ ნორვეგიას გადაუარა

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-8 ტურში გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა ბრწყინვალედ ითამაშა და ნორვეგია უშანსოდ გაანადგურა - 6:0!

გერმანელებმა ჩეხეთთან წარუმატებელი თამაშის შემდეგ შტუტგარტში ძალიან აქტიურად დაიწყეს და სწრაფი გოლიც გაიტანეს. "ბუნდესნაკრებმა" მშვენიერი კომბინაცია გაითამაშა და იონას ექტორის ზუსტი პასით მესუტ იოზილმა ისარგებლა, რომელმაც შორიდან მშენიერი ბურთი შეაგდო. 7 წუთში გერმანელებმა მორიგი ლამაზი შეტევა განახორციელეს, რომელიც იულიან დრაქსლერის ზუსტი დარტყმით დასრულდა - 2:0! კიდევ 4 წუთიც და მასპინძლების უპირატესობა გამანადგურებელი გახდა.

თომას მიულერმა კარგი პრესინგი ითამაშა, შემდეგ კი ტიმო ვერნერს ქუსლით გაუკეთა საგოლე პასი - "შტუტგარტის" აღზრდილმა ფორვარდმა შტუტგარტში გაიტანა და "მერსედეს-ბენც არენა" ძალიან გაახარა. ტაიმის ბოლოს მიულერის კარგი ჩაწოდებით ვერნერმა ფანტასტიკური თავური განახორციელა და დუბლი გაიფორმა.


იოახიმ ლიოვის გუნდმა ლამაზი ფეხბურთის ჩვენება მეორე ტაიმშიც გააგრძელა და 50-ე წუთზე თავი შეცვლაზე გამოსულმა ლეონ გორეცკამაც გამოიჩინა. იულიან დრაქსლერის რბილი ჩაწოდების შემდეგ გორეცკამ თავით გაიტანა. ამის შემდეგ "ბუნდესნაკრები" ცოტათი დამშვიდდა და დარჩენილ დროში ნორვეგიას მხოლოდ ერთი ბურთი გაუტანა. იოზუა კიმიხის ჩაწოდებით თავისი გოლი გამოცდილმა მარიო გომესმაც გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

მსოფლიო ჩემპიონებმა შტუტგარტში ბრწყინვალე შოუ დადგეს და ძალიან ლამაზი, კომბინაციური ფეხბურთი აჩვენეს. იოახიმ ლიოვის გუნდმა ჩეხეთში ცუდი მატჩის შემდეგ ქომაგებს ერთგვარი ბოდიში მოუხადა და ნორვეგიის ნაკრები უბრალოდ არ შეიმჩნია.

ახლა "ბუნდესთიმს" 8 ტურის შემდეგ 8 გამარჯვება, 24 ქულა და 35 გატანილი გოლი აქვს. მომდევნო ტურში (5 ოქტომბერს) გერმანია სტუმრად მეორე ადგილზე მყოფ ჩრ.ირლანდიას შეხვდება და მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს ფრის შემთხვევაშიც გაიფორმებს.

გერმანია 6:0 ნორვეგია

გოლები: 1:0 - იოზილი (10'), 2:0 - დრაქსლერი (17'), 3:0 - ვერნერი (21'), 4:0 - ვერნერი (40'), 5:0 - დრაქსლერი (50'), 6:0 - გომესი (79').
გაფრთხილება: სელნაესი (14'), ლინესი (83').

გერმანია: ტერ შტეგენი - კიმიხი, ჰუმელსი, რუდიგერი, ექტორი - რუდი (ხედირა 60'), კროოსი - მიულერი (გორეცკა 46'), იოზილი, დრაქსლერი - ვერნერი (გომესი 66').

ნორვეგია: იარსტეინი - ელაბდულაი, ნორდტვეიტი, შკიელვიკი, ალესამი - ელიუნუსი (სვენსონი 58'), ბერგე (ვალსიკი 46'), სელნაესი (ლინესი 75'), დაელი - კინგი, ბერგეტი.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
გერმანიის ნაკრები
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
jaigardzef
jaigardzef | 5 სექტემბერი 2017 20:49
---

кешбек ру для алиэкспресс отзывы, сколько можно заработать на кешбеках а также cashback

----------
скачать кешбек ру для алиэкспресс а также кэшбэк украина
isvogom
isvogom | 5 სექტემბერი 2017 20:58
---

конкурс для педагогов 2017, конкурсы для педагогов и олимпиады с дипломами

----------
конкурсы для педагогов доутесса а также педагогические публикации
vertighfed
vertighfed | 5 სექტემბერი 2017 21:56
---

как приготовить замечательное блюдо в симс 3, как найти все травы в симс 4 или код разработчика симс 4

----------
симс 3 розовый алмаз где найти а также как вернуть беллу гот в симсе 2
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა