...

ვიდალმა შესაძლოა სანაკრებო კარიერა გაისად დაასრულოს

მიუნხენის "ბაიერნის" საყრდენმა ნახევარმცველმა, არტურო ვიდალმა, სანაკრებო კარიერა შესაძლოა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დაასრულოს.

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩილემ ბოლო ორი თამაში წააგო და გუშინ სტუმრად ბოლივიასთან 0:1 დამარცხდა. არტურომ კი მატჩის შემდეგ ინსტაგრამზე პოსტი დაწერა, რომელშიც პატარა მინიშნება ჩანს.

"ბოდიში ჩილე ამ ორი წაგების გამო. მინდორზე აბსოლუტურად ყველაფერი დავტოვეთ, მაგრამ გამარჯვება მაინც ვერ მოვიპოვეთ.

თუმცა ბრძოლას ვაგრძელებთ. მე კიდევ ორი მატჩი და მსოფლიო ჩემპიონატი დამრჩა. მადლობა მთელი ამ წლების განმავლობაში გამოვლენილი სიყვარულისათვის", - დაწერა 30 წლის სამხრეთ ამერიკელმა.

არტურო ვიდალი ჩილეს ეროვნულ ნაკრებში 2007 წლიდან ასპარეზობს და საერთაშორისო დონეზე უკვე 97 თამაში დაუგროვდა.

მუნდიალის შესარჩევ ციკლში ჩილეს ნაკრები უკვე მე-6 პოზიციამდე დაქვეითდა და ვიდალის გუნდს წინ ორი გადამწყვეტი მატჩი ელის. ჩილეს 23 ქულა აქვს, წინ კი არგენტინა (24), პერუ (24), კოლუმბია (26) და ურუგვაი (27) არიან.

სამხრეთ ამერიკიდან მუნდიალის პირდაპირ საგზურს 4 საუკეთესო ნაკრები იღებს, ხოლო მე-5 პოზიციაზე გასული გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად აზიის წარმომადგენელთან ფლეი-ოფის სისტემით იბრძოლებს.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
არტურო ვიდალი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა