ვინ წავა და ვინ დარჩება - "ბაიერნის" საზაფხულო გეგმები ცნობილია

ვინ წავა და ვინ დარჩება - "ბაიერნის" საზაფხულო გეგმები ცნობილია

გერმანულმა გამოცემა Spox-მა მიუნხენის "ბაიერნის" ზაფხულის სატრანსფერო გეგმები გაასაჯაროვა.

ნახევარდაცვის ხაზში უკვე გადაწყვეტილია, რომ ლეროი სანე, კინგსლი კომანი და სერჟ გნაბრი გუნდის უცვლელი ვინგერები იქნებიან. რაც შეეხება დუგლას კოშტას, ის სეზონის ბოლოს დატოვებს კლუბს. ჯამალ მუსიალას შემთხვევაში ფლიკი მას სრულ ნდობას უცხადებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ის გუნდში დარჩება და გაზრდილ სათამაშო დროს მიიღებს.

თავდამსხმელთა შორის ჯერ-ჯერობით გაურკვეველია ჩუპო-მოტინგის მომავალი. კამერუნელ ფორვარდს სურვილის შემთხვევაში შეუძლია "რეკორდმაისტერში" დარჩენა, თუ ის სათადარიგოთა სკამის მოთამაშის როლს დათანხმდება. რაც შეეხება ზირკზეს, თუ "პარმას" ახალგაზრდა ფორვარდის გამოსყიდვის სურვილი ექნება, ის იტალიაში დარჩება.

დაცვის ხაზში კი მცირე არეულობაა. უკვე, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, რომ დავიდ ალაბა კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ კლუბს დატოვებს. უცნობია, გაახანგრძლივებს თუ არა "ბაიერნი" ჟერომ ბოატენგთან კონტრაქტს. ნიკლას ზულეს რამდენიმე ინგლისური კლუბი იწვევს, თუმცა, ნაკლებ სავარაუდოა, რომ "ბაიერნმა" ის გაყიდოს. ხოლო ლუკას ერნანდესის როლი გუნდში ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის. ჯერ-ჯერობით ფლიკს ბოლომდე არ გადაუწყვიტავს, დაცვის რომელ პოზიციაზე ათამაშოს ფრანგი. თუმცა, მისი გუნდში დარჩენა უკვე გადაწყვეტილია.


2-02-2021, 20:14
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 39 7 32 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 8 2 5 1
5
კინგსლი კომანი
გოლი: 5 2 3 0
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 3 7 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 8 1 6 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0