...

ბაიერნმა ჩემპიონთა ლიგა გამარჯვებით დაიწყო

მიუნხენის "ბაიერნმა" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი "ანდერლეხტთან" თამაშით დაიწყო და მარტივი გამარჯვება მოიპოვა - 3:0.

კარლო ანჩელოტის გუნდმა შეხვედრის დებიუტში პენალტი მოიპოვა, რომლის დროსაც სტუმრების უკანა ხაზელი, კუმსი, მოედნიდან გააძევეს და ამ ეპიზოდმა ინტრიგა მალევე მოკლა. თერთმეტმეტრიანი რობერტ ლევანდოვსკიმ გოლად გადააქცია - 1:0!

გატანილი გოლის შემდეგ "ბაიერნმა" ტემპი დააგდო და მინდორზე სეირნობა დაიწყო. "ანდერლეხტი" კი საკმაოდ თამამად მოქმედებდა და ტაიმის ბოლოს მანუელ ნოიერიც კი შეაწუხა. მეორე ტაიმში დასაწყისში ბელგიელებმა ბურთი ძელსაც გაარტყეს.

საბოლოოდ გერმანულმა კლუბმა მაინც მოუმატა და კიდევ ორი ბურთი გაიტანა. თავი ჯერ ტიაგო ალკანტარამ გამოიჩინა, რომელმაც იოზუა კიმიხის იდეალური ჩაწოდების შემდეგ გაიტანა. ხოლო ბოლო წუთზე ბოატენგის ბრწყინვალე პასით კიმიხმა თავად გაიტანა გოლი და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

პარალელურად "პარი სენ ჟერმენმა" გლაზგოში "სელტიკი" 5:0 გაანადგურა და ჯგუფს სათავეში მოექცა. მომდევნო ტურში "ბაიერნი" სწორედ პარიზში ჩავა და იქ ურთულეს მატჩს ჩაატარებს.

ბაიერნი 3:0 ანდერლეხტი

გოლები: 1:0 - ლევანდოვსკი (12' პენ.), 2:0 - ტიაგო (65'), 3:0 - კიმიხი (90').
გაფრთხილება: რიბერი (11'), ტოლისო (74') - ტრებელი (22'), სტანკუ (53').

ბაიერნი: ნოიერი - კიმიხი, მარტინესი (ბოატენგი 77'), ზიულე, რაფინია - ტოლისო, ტიაგო - რობენი, ხამესი (კომანი 85'), რიბერი (მიულერი 78') - ლევანდოვსკი.

ანდერლეხტი: სელსი - ჩიპკუ, სპაიჩი, კუმსი, დეშახტი, ნაირი (აპია 26') - სტანკუ (ონიეკურუ 59'), დენდონკერი, ტრებელი, ჰანი - თეოდორჩუკი (არბუოი 84').скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
ჩემპიონთა ლიგა
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
contslicOa
contslicOa | 18 სექტემბერი 2017 22:34
Ваша фраза бесподобна... :)

---
Я думаю, что Вы не правы. Давайте обсудим это. спортивное питание рязань, универсальный тренажер для всех групп мышц и по ссылке универсальный тренажер wnq 6818 sam видео

----------
Полностью разделяю Ваше мнение. В этом что-то есть и это отличная идея. Готов Вас поддержать., лучший спортпит или по ссылке лучший спортпит для набора мышечной массы
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა