Kicker სანე მზად არის ბაიერნში გადასასვლელად

Kicker სანე მზად არის ბაიერნში გადასასვლელად

მიუნხენის "ბაიერნის" ბოსების მთავარი თავისტკივილი "მანჩესტერ სიტის" გერმანელი ვინგერი, ლეროი სანე, გახდა.

ცნობილი გერმანული გამოცემა "Kicker" იტყობინება, რომ "რეკორდმაისტერის" ხელმძღვანელობა ახლა სწორედ სანეს პოტენციურ ტრანსფერს განიხილავს.

23 წლის უნიჭიერესი გერმანელი შემტევი "მანჩესტერ სიტიში" თავისი მდგომარეობით უკმაყოფილოა და კლუბის დატოვება სურს.

თავისმხრივ, "ქალაქელების" თავკაცი პეპ გვარდიოლა სანეს ზაფხულში გაყიდვას ეცდება, რათა გერმანელის სატრანსფერო ღირებულება მაღალი იყოს.

თავად სანე კი მზად არის გერმანიაში დაბრუნდეს და ქვეყნის საუკეთესო კლუბის მაისური მოირგოს.

ლეროი სანემ 2018/19 წლების სეზონში სულ 43 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და 12 ასისტი გააკეთა. მისი სატრანსფერო ღირებულება, "Transfermarkt"-ს ვერსიით, 90 მილიონ ევროს შეადგენს.


20-05-2019, 13:05
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 40 7 33 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 9 2 6 1
5
თომას მიულერი
გოლი: 7 1 5 1
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 11 3 8 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 9 1 7 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0