...

რობენი: "ერთობა და გუნდური თამაში გვჭირდება"

მიუნხენური გრანდის ჰოლანდიელმა ვინგერმა, არიენ რობენმა, "ანდერლეხტთან" თამაშის შემდეგ გუნდი გაამხნევა და ერთობისაკენ მოუწოდა.

"ბაიერნმა" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი ბელგიურ კლუბთან მარტივი გამარჯვებით დაიწყო - 3:0, მაგრამ "ანდერლეხტი" უკვე მატჩის მე-10 წუთში უმცირესობაში აღმოჩნდა, მიუნხენელებმა კი რიცხობრივი უპირატესობა უხეიროდ გამოიყენეს.

"გაძევების შემდეგ უფრო მეტი აგრესია და შემოქმედება იყო საჭირო. უფრო მეტი თავისუფალი სივრცე უნდა გვეპოვნა და მეტი გოლი გაგვეტანა. იმის მაგივრად, რომ 5:0 წაგვეყვანა, ძალიან დიდი ხანი ანგარიში მხოლოდ 1:0 იყო.

რა მოხდა მეორე ტაიმში, როდესაც მეტოქემ ბურთ ძელს გაარტყა? ამაზე სტადიონსაც უარყოფითი რეაქცია ჰქონდა, რადგან აჩქარება იყო საჭირო. 3:0 დამაკმაყოფილებელი შედეგია, მაგრამ ვფიქრობ, "ალიანს არენაზე" ამ შემთხვევაში მინიმუმ 5 ბურთით უნდა მოგვეგო.

შეკითხვა საკუთარ თავს უნდა დავუსვათ, უფრო ამბიციურად და გუნდურად უნდა ვითამაშოთ. სიტუაცია თითქმის კრიტიკულია, მაგრამ ჩვენ "ბაიერნი" ვართ და ყოველთვის საუკეთესოდ უნდა ვიასპარეზოთ.

ერთმანეთს ხელი უნდა ჩავჭიდოთ და მიუხედავად კრიტიკისა, გუნდური თამაში უნდა გავაუმჯობესოთ", - აღნიშნა 33 წლის ჰოლანდიელმა.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

თუ გსურთ, ყოველდღიურად მიიღოთ მაღალი ალბათობის სპორტული პროგნოზები, გამოიწერეთ ჩვენი სერვისი.

ასევე იხილეთ თემაზე:
არიენ რობენი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა