...

პრევიუ: ბაიერნი - მაინცი

ჩემპიონთა ლიგის დაწყების შემდეგ მიუნხენის "ბაიერნი" ახლა ისევ ბუნდესლიგაზე გადაერთო და საკუთარ მოედანზე "მაინცს" მიიღებს. მიუნხენელები ზინჰაიმში წაგების შემდეგ რეაბილიტაციას ეცდებიან.

ბაიერნი - მაინცი

ჩემპიონატი: გერმანიის ბუნდესლიგა, IV ტური
თარიღი: 16 სექტემბერი, 17:30 საათი
სტადიონი: "ალიანს არენა", მიუნხენი
მთავარი მსაჯი: საშა შტეგერმანი
პირდაპირი ტრანსლიაცია: Setanta Georgia+

გუნდების წინასამატჩო მდგომარეობა


მიუნხენური კლუბი ახალი სეზონის სტარტზე საკმაოდ მძიმედ გამოიყურება და გასულ უქმეებზე პირველი მარცხიც განიცადა. კარლო ანჩელოტის გუნდი ზინჰაიმში "ჰოფენჰაიმთან" 0:2 დამარცხდა, ხოლო სამშაბათს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დაიწყო და შინ ბელგიური "ანდერლეხტი" 3:0 გაანადგურა, მაგრამ მორიგი უსუსური მატჩი ჩაატარა. "რეკორდმაისტერი" უკვე მე-10 წუთზე დაწინაურდა, ხოლო მეტოქე 10 კაცით დარჩა, მაგრამ მიუნხენელებმა რიცხობრივი უპირატესობა ვერ გამოიყენეს და ძალიან დიდი ხანი მხოლოდ 1:0 იგებდნენ, "ანდერლეხტს" კი საპასუხო ბურთის გატანა ორჯერ შეეძლო. თამაშის შემდეგ არიენ რობენმა და ჟერომ ბოატენგმა აღნიშნეს, რომ გუნდმა მხოლოდ ფეხბურთზე უნდა იფიქროს და ერთიანად მიაღწიოს სასურველ შედეგს. ამ ეტაპზე "ბაიერნს" ურთიერთგაგება მოედანზე ნამდვილად აკლია და შეიძლება ითქვას, რომ მიუნხენელთა რიგებში ერთადერთი ნათელი წერტილი ახალგაზრდა იოზუა კიმიხია, რომელიც მარჯვენა ფლანგზე შესანიშნავად მოქმედებს და ჩემპიონთა ლიგაზე ჩინებულ ასისტთან ერთად მშვენიერი გოლიც გაიტანა. "ანდერლეხტის" წინააღმდეგ 115 დღიანი პაუზის შემდეგ გუნდს ჟერომ ბოატენგი დაუბრუნდა, მაგრამ დღესაც ალბათ სათადარიგო სკამზე დარჩება. თუმცა მოსალოდნელია ხამესის დებიუტი ბუნდესლიგაში "ბაიერნის" სასტარტო შემადგენლობაში. კოლუმბიელმა ზინჰაიმში ბოლო წუთები ჩაამთავრა, ხოლო ახლა პირველივე წუთებიდან დაიწყებს. "რეკორდმაისტერის" ლაზარეთში მხოლოდ მარცხენა მცველები, ხუან ბერნატი და დავიდ ალაბა არიან, მათ არყოფნაში კი ამ პოზიციას რაფინია ამყარებს.


"მაინცმა" გერმანიის ჩემპიონატი ორი მინიმალური მარცხით (0:1) დაიწყო, მაგრამ გასულ უქმეებზე შინ ლევერკუზენის "ბაიერი" 3:1 დაამარცხა და პირველი სამი ქულა მოიპოვა. "კარნავალელებმა" მეორე ტაიმში ბრწყინვალე ფეხბურთი აჩვენეს და შეტევაში საკმაოდ ეფექტურად მოქმედებდნენ. "მაინცს" წინა ხაზზე საკმაოდ კარგი მოთამაშეები ჰყავს, პაბლო დე ბლაზისის თამადობით, რომელიც ძალიან ტექნიკური, სწრაფი და სასარგებლო შემტევი ნახევარმცველია. აგრეთვე "ბაიერის" წინააღმდეგ კარგად იასპარეზა ლევინ იოზტუნალიმ, რომელმაც ორი საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში. "მაინცის" მთავარი მწვრთნელი 38 წლის გერმანელი სპეციალისტი სანდრო შვარცი გახლავთ, რომელმაც გუნდი ჯერ კიდევ მარტში ჩაიბარა და "კარნავალელები" გასულ ტურში 5 მცველიანი ტაქტიკით ათამაშა, მაგრამ მანამდე უფრო კლასიკურ 4-2-3-1 განლაგებას იყენებდა. "ბაიერნის" წინააღმდეგ მოსალოდნელია, რომ შვარცი წარმატებულ და უფრო დაცვით სქემას არ შეცვლის და 5 მცველზე დარჩება. "მაინცის" რამდენიმე უმნიშვნელო მოთამაშე და დანიელ ლატცა აკლია.

მიუნხენის "ბაიერნი" ვალდებულია საკუთარ მოედანზე მორიგი გამარჯვება მოიპოვოს და ნელ-ნელა გამოფხიზლდეს, ვინაიდან ამ ეტაპზე გუნდის თამაში არადამაკმაყოფილებელია და "რეკორდმაისტერი" წარმატებას მხოლოდ მოთამაშეების ინდივიდუალური ოსტატობის წყალობით აღწევს.

სავარაუდო შემადგენლობები


ბაიერნს დააკლდებიან: ბერნატი, ალაბა (ორივე ტერფი).

მაინცს დააკლდებიან: ჰუტი (მაჯა), ჰაკი (ტერფი), სვერკო (კუნთი), ლატცა (ბარძაყი), ბერგრენი (კუნთი), კოდრო (ტერფი).

საინტერესო ფაქტები

  • "ბაიერნმა" 2011/12 წლების სეზონის შემდეგ ბუნდესლიგაში ყველაზე ცუდი სტარტი აიღო - 3 ტურის შემდეგ 6 ქულა. აღსანიშნავია, რომ იმ სეზონში იუპ ჰაინკესის გუნდმა ბუნდესლიგის ტიტული დორტმუნდის "ბორუსიას" დაუთმო.

  • რობერტ ლევანდოვსკი "ბაიერნის" მაისურით თავის მე-100 მატჩს ჩაატარებს. პოლონელმა უკვე 80 გოლის გატანა მოახერხა, რაც ფანტასტიკური მაჩვენებელია.

  • 2010 წლის შემდეგ "ბაიერნს" "ოქტომბერფესტის" პერიოდში არცერთი ბუნდესლიგის მატჩი არ წაუგია - 18 მოგება და 4 ფრე. ბოლოს ეს სწორედ "მაინცმა" გააკეთა, რომელმაც 2010/11 წლების სეზონის სტარტზე მიუნხენში 2:1 იმარჯვა.
  • "კარნავალელებმა" მიუნხენური გრანდი "ალიანს არენაზე" 2016 წლის მარტშიც 2:1 დაამარცხეს და მას შემდეგ "ბაიერნს" საკუთარ მოედანზე ბუნდესლიგაში არცერთი თამაში არ წაუგია.

  • "მაინცი" ერთადერთი გუნდია ბუნდესლიგის ამ კამპანიაში, რომელსაც მიუნხენში ზედიზედ ორი თამაში არ აქვს წაგებული. გასულ სეზონში "კარნავალელებმა" "ალიანს არენაზე" ფრედ 2:2 ითამაშეს. 

  • "მაინცის" გამოცდილ გოლკიპერს, რენე ადლერს, "ბაიერნის" წინააღმდეგ ჩატარებული 16 თამაშიდან არცერთი არ აქვს მოგებული და საერთო ჯამში მიუნხენელებისგან 50 ბურთი მიიღო. 

  • რობერტ ლევანდოვსკის "ოქტომბერფესტის" პერიოდში "ალიანს არენაზე" 12 გოლი აქვს გატანილი, რაც გერდ მიულერის (18) შემდეგ საუკეთესო შედეგია.

მწვრთნელების წინასამატჩო კომენტარები


კარლო ანჩელოტი: ​"საუკეთესო ფორმაში ჯერ არ ვართ, მაგრამ იმედი მაქვს, მალე ვიქნებით. შეტევაში აგრესიულად თამაში და რაც შეიძლება მეტი მომენტის შექმნა უნდა ვცადოთ. სრული ერთობა და მაღალი სისწრაფე გვჭირდება და ვნახოთ რა გამოგვივა."скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
პრევიუ ბუნდესლიგა
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა