...

გოლების მანქანა ციფრებში

გერმანიის ეროვნული ჩემპიონატის მეოთხე ტურის მატჩი, შინ "მაინცის" წინააღმდეგ, "ბაიერნის" ცენტრალური თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკისთვის საკმაოდ მრავალფეროვანი და მნიშვნელოვანი ფაქტებით დახუნძლული გამოდგა.

- ბოლო პერიოდში რობერტ ლევანდოვსკი თამაშში 1 გოლით აღარ კმაყოფილდება. ბუნდესლიგის ბოლო 9 თამაშიდან, რომელშიც რობერტმა თავი გამოიჩინა, 8 შეხვედრაში ლევი მხოლოდ ერთ გოლს არ დასჯერდა (6 დუბლი და 2 ჰეთ-თრიქი).

- ახალ სეზონში მიუნხენის "ბაიერნმა" 7 ოფიციალური თამაში ჩაატარა და 29 წლის პოლონელმა უკვე 9 ბურთის გატანა მოახერხა. ეს ბუნდესლიგის მოთამაშეებს შორის საუკეთესო შედეგია!

14 - ლევანდოვსკის "ოქტომბერფესტის" პერიოდში გოლების გატანა ძალიან უყვარს. "მაინცთან" დუბლის შემდეგ მან ამ ფესტივალის დღეებში ბურთების რაოდენობა 14-მდე გაზარდა. უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ ლეგენდარულ გერდ მიულერს აქვს - 18.

82 - ლევანდოვსკიმ "ბაიერნის" მაისურით ჩატარებულ 100 შეხვედრაში 82 გოლის გატანა მოახერხა, რაც ფენომენალური შედეგია! მიუნხენური კლუბის მაისურით საწყის 100 თამაშში ამდენი ბურთი არავის გაუტანია! ლევის 82 ბურთის გარდა 20 საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული.

100 - პოლონელმა თავდამსხმელმა გუშინ მიუნხენური გრანდის მაისურით მე-100 მატჩი ჩაატარა. ლევანდოვსკი "ბაიერნს" 2014 წლის ზაფხულში უფასოდ შეუერთდა.

155 - 155 გოლით რობერტ ლევანდოვსკი მოქმედ მოთამაშეებს შორის ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირია. "მაინცთან" დუბლით მან უკან მარიო გომესი ჩამოიტოვა, რომლის ანგარიშზეც 154 ბურთია.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
რობერტ ლევანდოვსკი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა