...

პრევიუ: აუგსბურგი - ბაიერნი

მიუნხენის "ბაიერნი" ხვალ მორიგ ბავარიულ დერბის გამართავს და "აუგსბურგს" ამჯერად სტუმრად დაუპირისპირდება. კარლო ანჩელოტის გუნდი ეცდება, რომ ბუნდესლიგაში მორიგი გამარჯვება მოიპოვოს და განწყობა კიდევ უფრო გაიუმჯობესოს.

აუგსბურგი - ბაიერნი

ჩემპიონატი: გერმანიის ბუნდესლიგა, IX ტური
თარიღი: 17:30 საათი, 29 ოქტომბერი
სტადიონი: "WWK არენა", აუგსბურგი
მთავარი მსაჯი: კრისტიან დინგერტი
პირდაპირი ტრანსლიაცია: Матч! Футбол 3

გუნდების წინასამატჩო მდგომარეობა
"აუგსბურგმა" მიუნხენში დაამტკიცა, რომ საკმაოდ ბრძოლისუნარიანი და კარგი გუნდია, მაგრამ მწირი რესურსით. დირკ შუსტერის გუნდმა "ალიანს არენაზე" მომენტები მხოლოდ კონტრშეტევებზე შექმნა და კომბინაციური ფეხბურთი საერთოდ არ გამოსდიოდა. "აუგსბურგის" რიგებში ახლა ორი კორეელი: ჟა-ჩეოლ კოო და დონ-ვონ ჟი ბრწყინავენ, რაც მიუნხენური კლუბის ქომაგებმა ძალიან კარგად დაინახეს. ახლა შუსტერის გუნდი "ბაიერნს" ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით მიიღებს და ეცდება, რომ უკეთ იასპარეზოს. "აუგსბურგი" მიმდინარე სეზონში ძალიან არასტაბილურია, მაგრამ ამავდროულად, არაპროგნოზირებადი. გუნდს კვლავ ვერ ეხმარებიან წამყვანი თავდამსხმელები: კაიუბი და რაულ ბობადილია. სამაგიეროდ, მომჯობინდა ალფრედ ფინბოგასონი, მაგრამ მისი თამაში მაინც საეჭვოა. სათასო შეხვედრაში მცირე დაზიანება "აუგსბურგის" საყრდენმა ნახევარმცველმა, დომინიკ კორმაც მიიღო და შესაძლოა, გუნდს ისიც დააკლდეს. თუმცა, ლაზარეთიდან კარგი ამბებიც არის - ჰალილ ალტინტოფი და კაპიტანი, პოლ ვერჰაეგი, სრულიად გამოჯანმრთელდნენ. სავარაუდოდ, ორივე მათგანი სასტარტო შემადგენლობაში იქნება.

მიუნხენურმა კლუბმა განწყობა გამოიკეთა და ყველა ტურნირზე ერთად, ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა. გერმანიის თასზე კარლო ანჩელოტიმ შემადგენლობა სერიოზულად გადაახალისა, მაგრამ "ბაიერნმა" მაინც მშვიდად მოიგო. იულიან გრინმა თავისი პირველი ოფიციალური გოლი გაიტანა და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. თუმცა, 21 წლის ამერიკელს ამჯერად პოლონელი ფორვარდი, რობერტ ლევანდოვსკი, შეცვლის, რომელსაც ბუნდესლიგაში გოლები სწყურია. მასთან ერთად, ძირითად შემადგენლობაში ხავი მარტინესის, დავიდ ალაბას, ხაბი ალონსოს, არტურო ვიდალისა და არიენ რობენის დაბრუნებაა მოსალოდნელი. გუნდს რაფინია და ფრენკ რიბერი კვლავ ვერ ეხმარებიან. გარდა ამისა, "აუგსბურგთან" წინა შეხვედრაში მცირე დაზიანება ფრანგმა ვინგერმა, კინგსლი კომანმა, მიიღო და მისი თამაში საეჭვოა. "რეკორდმაისტერმა" სიტუაცია გამოასწორა, მაგრამ ეროვნულ ჩემპიონატში საკმაოდ სერიოზული კონკურენციაა. მდევრები მხოლოდ ორი და სამი ქულით უკან არიან, ამიტომ მიუნხენელებს სიფხიზლე და მაქსიმალური კონცენტრაცია სჭირდებათ.

"ბაიერნი" კვლავ ფავორიტია და მორიგი სამი ქულის მოპოვებას ეცდება. კარლო ანჩელოტის გუნდისთვის ჩემპიონთა ლიგის თამაშის წინ კარგი განწყობის შექმნა მნიშვნელოვანია.

სავარაუდო შემადგენლობები
აუგსბურგი: ჰიტცი - ვერჰაეგი, ჰინტერეგერი, იანკერი, სტაფილიდისი - კორი, ბაიერი - კოო, ჰალილ ალტინტოფი, შმიდი - ჟი.

ბაიერნი: ნოიერი - ლამი, ბოატენგი, ხავი მარტინესი, ალაბა - კიმიხი, ალონსო, ვიდალი - მიულერი, ლევანდოვსკი, რობენი.

საინტერესო ფაქტები
  • ბუნდესლიგაში გამართული ათი ბავარიული დერბიდან "ბაიერნმა" რვა მოიგო, "აუგსბურგმა" კი - ორი. თუმცა, აუგსბურგელებმა 2014 წლის აპრილსა და 2015 წლის მაისში იმარჯვეს, როდესაც მიუნხნელებს ჩემპიონობა უკვე განაღდებული ჰქონდათ.

  • "ბაიერნს" გერმანიის ეროვნულ ჩემპიონატში 18 მატჩიანი დაუმარცხებელი სერია აქვს (14მ, 4ფ). 

  • გარდა ამისა, "წითლებს" ბუნდესლიგაში 13 მატჩიანი დაუმარცხებელი სერია აქვთ გასვლაზე (10მ, 3ფ).

  • კარლო ანჩელოტის გუნდმა ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ყველაზე ცოტა, ოთხი გოლი გაუშვა. მანუელ ნოიერმა კი კარი მშრალად ყველაზე მეტჯერ, ხუთჯერ, შეინახა.

  • "ბაიერნს" ზედიზედ 17 შეხვედრაში აქვს გატანილი გოლი, ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით.

  • კრისტიან დინგერტს "ბაიერნის" ათ თამაშზე აქვს ნამუშევარი, საიდანაც მიუნხენელებმა მხოლოდ ერთი წააგეს. 

მწვრთნელების წინასამატჩო კომენტარები
დირკ შუსტერი: ​"თასის თამაშიდან ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი ის მივიღეთ, რომ შეცდომები უნდა შევამციროთ. თითოეული უზუსტობის გამო დავისჯებით. იმედი მაქვს, ამჯერად, უკეთ ვითამაშებთ."

კარლო ანჩელოტი: ​"აუგსბურგში ფეხბურთის სათამაშოდ ჩავდივართ. სამი ქულა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სატურნირო ცხრილში რამდენიმე კლუბი კუდზე გვაზის.

ვფიქრობ, "აუგსბურგი" ახლა ცოტა სხვანაირად ითამაშებს. თუმცა, სავარაუდოდ, კვლავ კარგად დაიცავენ თავს და კონტრშეტევებზე იმოქმედებენ. ჩვენ კი გვინდა, რომ შევუტიოთ."скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
პრევიუ
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
Thomas muller
Thomas muller | 29 ოქტომბერი 2016 02:50
სადაა ხალხი? WTF...
heineken
heineken | 29 ოქტომბერი 2016 17:02
ლინკები დადეთ
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა