...

ხამესის დებიუტი შედგა - ბაიერნმა შალკე გაანადგურა

მიუნხენის "ბაიერნი" "ოქტომბერფესტს" წარმატებით აგრძელებს და "მაინცის" განადგურების შემდეგ დღეს გელზენკირხენის "შალკეც" დიდი ანგარიშით დაამარცხა.

ბუნდესლიგის მე-5 ტურის თამაშისთვის კარლო ანჩელოტიმ 6 ცვლილება განახორციელა და ბუნდესლიგაში ხამეს როდრიგესი პირველივე წუთებიდან პირველად ათამაშა.

"რეკორდმაისტერმა" აქტიურად დაიწყო და საწყისი 20 წუთი საინტერესო თამაშის შემდეგ "ვიდეო ასისტენტის" დახმარებით "ბაიერნმა" პენალტი მოიპოვა. ბურთთან რობერტ ლევანდოვსკი მივიდა და ნიშნულიდან მორიგი ბურთი გაიტანა. რამდენიმე წუთში კი თავისი სადებიუტო გოლი გერმანული გრანდის მაისურით ხამეს როდრიგესმა გაიტანა. კოლუმბიელმა ტოლისოს პასი მიიღო და რალფ ფიარმანს ახლო კუთხეში ჭკვიანურად შეუგორა - 2:0.


პირველი ტაიმის ბოლოს "შალკეს" შანსები ჰქონდა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა. მეორე ნახევარში კი ბევრი არაფერი შეცვლილა. გელზენკირხენელები გაბრძოლებას ცდილობდნენ და მიდგომებიც ჰქონდათ, მაგრამ სვენ ულრაიხი დამაჯერებლად მოქმედებდა. შეტევაში კი კვლავ ხამესმა გაიბრწყინა, რომელმაც შეცვლაზე შემოსულ არტურო ვიდალს ფანტასტიკური ასისტი გაუკეთა და ჩილელმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:0!

"ბაიერნმა" ზედიზედ მესამე თამაში მოიგო და დროებით ბუნდესლიგას სათავეში ჩაუდგა. "რეკორდმაისტერს" 12 ქულა აქვს, 10 ქულიანი "ჰანოვერი" და დორტმუნდის "ბორუსია" კი ხვალ ითამაშებენ.

შალკე 0:3 ბაიერნი

გოლები: 0:1 - ლევანდოვსკი (24 პენ.), 0:2 - ხამესი (29'), 0:3 - ვიდალი (75').
გაფრთხილება: ემბოლო (64') - ტიაგო (87').

შალკე: ფიარმანი - კალიჯური, კერერი, ნალდო, ნასტასიჩი, ოშიპკა - ბენთალები, მაკ'კინი (ემბოლო 57'), გორეცკა - ჰარიტი (კანაპლიანკა 46') - ბურგშტალერი (დი სანტო 78').

ბაიერნი: ულრაიხი - კიმიხი, მარტინესი (ჰუმელსი 76'), ზიულე, რაფინია - რუდი, ტოლისო (ვიდალი 69') - ხამესი, მიულერი, კომანი - ლევანდოვსკი (ტიაგო 65').скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
ბუნდესლიგა ხამეს როდრიგესი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა