...

Kicker: ტურის სიმბოლურში ბაიერნის სამი ახალწვეულია

ავტორიტეტული გერმანული გამოცემის, "Kicker-ს" მორიგ სიმბოლურ ნაკრებში მიუნხენის "ბაიერნის" მოთამაშეები ჭარბობენ.

ბუნდესლიგის მე-5 ტურის საუკეთესო თერთმეტეულში "რეკორდმაისტერის" 3 ფეხბურთელი მოხვდა და სამივე მათგანი "ბაიერნის" ახალწვეულია, რომელიც გუნდს ამ ზაფხულს შეუერთდა.

კარლო ანჩელოტის გუნდმა გელზენკირხენში "შალკე" 3:0 გაანადგურა, სიმბოლურში კი ადგილი ნიკოლას ზიულემ, სებასტიან რუდიმ და ხამეს როდრიგესმა მოიპოვეს.

"ბაიერნის" კოლუმბიელი შემტევი "Kicker-მა" საერთოდ ტურის გმირად დაასახელა. ხამესმა "შალკესთან" თამაშში პენალტი მოიპოვა, გოლი გაიტანა და ულამაზესი საგოლე გადაცემა გააკეთა.

ბუნდესლიგის მე-5 ტურის სიმბოლური ნაკრები, "Kicker-ს" ვერსიით, ასე გამოიყურება:

მეკარე: მარვინ ჰიტცი ("აუგსბურგი").

მცველები: რანი ხედირა ("აუგსბურგი"), კარიმ რეკიკი ("ჰერტა"), ნიკოლას ზიულე ("ბაიერნი").

საყრდენი ნახევარმცველები: სებასტიან რუდი ("ბაიერნი"), სუატ სერდარი ("მაინცი").

შემტევი ნახევარმცველები: ხამეს როდრიგესი ("ბაიერნი"), კრისტიან პულიშიჩი ("დ.ბორუსია"), ანდრეი იარმოლენკო ("დ.ბორუსია").

თავდამსხმელები: მარკ უტი ("ჰოფენჰაიმი"), რაფაელი ("მ.ბორუსია").

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა