...

ბაიერნმა ვოლფსბურგთან ორბურთიანი უპირატესობა გაანიავა

ზედიზედ სამი ჩინებული გამარჯვების შემდეგ მიუნხენის "ბაიერნმა" ბუნდესლიგის მე-6 ტურში უღიმღამო თამაში აჩვენა და შინ "ვოლფსბურგთან" მორიგი ქულები დაკარგა.

კარლო ანჩელოტის გუნდმა მთელი 90 წუთი საშუალო და კიდევ უფრო დაბალ ტემპში ჩაატარა, შეტევაში თითქმის არაფერი გამოსდიოდა, მაგრამ პირველი ტაიმი მაინც დამაჯერებლად მოიგო.

რობერტ ლევანდოვსკის პენალტითა და არიენ რობენის გოლით "რეკორდმაისტერმა" პირველი ნახევარი 2:0 მოიგო. მეორე ტაიმში კი მიუნხენელებმა სეირნობა და ბურთის გორაობა დაიწყეს, რამაც სავალალო შედეგი გამოიღო. 56-ე წუთზე მაქსიმილიან არნოლდის შორეული საჯარიმო დარტყმის შემდეგ სვენ ულრაიხმა უხეში შეცდომა დაუშვა და ბურთი ვერ მოიგერია, თამაშის დასრულებამდე 7 წუთით ადრე კი შეცვლაზე შემოსულმა დანიელ დიდავიმ თავით მშვენიერი ბურთი გაიტანა და მიუნხენური კლუბი სამართლიანად დასაჯა - 2:2!

ბოლო წამზე მატს ჰუმელსის თავით "ბაიერნისთვის" სამი ქულის მოტანა შეეძლო, მაგრამ გერმანული გრანდი ასეთი თამაშით გამარჯვებას ნაკლებად იმსახურებდა. მიუნხენელებმა 6 ტურის შემდეგ 13 ქულა დააგროვეს და დორტმუნდის "ბორუსიას" ხვალ 3 ქულით წინ გასვლის შანსი ექნება. კარლო ანჩელოტი და მისი გუნდი კი "პსჟ-სთან" ურთულესი შეხვედრისთვის დაიწყებს მზადებას.

ბაიერნი 2:2 ვოლფსბურგი

გოლები: 1:0 - ლევანდოვსკი (33' პენ.), 2:0 - რობენი (43'), 2:1 - არნოლდი (56'), 2:2 - დიდავი (87').
გაფრთხილება: ვიდალი / ტისერანი, ვილიამი

ბაიერნი: ულრაიხი - კიმიხი, ბოატენგი, ჰუმელსი, რაფინია - რუდი, ვიდალი (ტოლისო 63') - რობენი (ხამესი 85'), მიულერი, რიბერი (კომანი 85') - ლევანდოვსკი.

ვოლფსბურგი: კასტეელსი - ვერჰაეგი, ტისერანი, უდუკაი, იტერი - კამაჩო (დიდავი 73'), გილავოგი - ვილიამი (ბლაშიკოვსკი 46'), არნოლდი, მალი - ორიჯი (ბაზური 85').скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
ბუნდესლიგა
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა