...

რობენი ელბერს გაუთანაბრდა

"ვოლფსბურგის" კარში გატანილი გოლი მიუნხენის "ბაიერნის" ჰოლანდიელი ვინგერისთვის საკმაოდ ფასეული გამოდგა.

გერმანიის ჩემპიონატის მე-6 ტურში "რეკორმდაისტერმა" ბუნდესლიგის ერთ-ერთ აუტსაიდერთან ქულები დაკარგა (2:2), სამაგიეროდ არიენ რობენი ლეგენდარულ ჯოვანი ელბერს დაეწია.

არიენმა "ბაიერნის" მაისურით ბუნდესლიგაში თავისი 92-ე ბურთი გაიტანა და ამ მაჩვენებლით კლუბის ისტორიაში ლეგიონერებს შორის საუკეთესო ბომბარდირს დაეწია.

ბრაზილიელმა ფორვარდმა თავის დროზე მიუნხენური კლუბის მაისურთ გერმანიის ჩემპიონატში ასევე 92 ბურთის გატანა მოასწრო და ახლა რობენს შეუძლია, რომ პირველ ადგილზეც გადავიდეს.

ელბერმა "ბაიერნის" რიგებში ბუნდესლიგის თამაშებში 92 გოლი 169 თამაშში დააგროვა, 33 წლის ჰოლანდიელს კი ამისათვის მხოლოდ 4 მატჩით მეტი დასჭირდა.

რობენისა და ელბერის შემდეგ "ბაიერნის" ისტორიაში ბუნდესლიგის ყველა დროის საუკეთესო ლეგიონერ ბომბარდირთა სიაში კლაუდიო პისარო (87) მოდის, მეოთხე პოზიციაზე რობერტ ლევანდოვსკია (84), ხოლო ხუთეულს როი მაკაი (78) აგვირგვინებს.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
არიენ რობენი ჯოვანი ელბერი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა