...

ბაიერნმა 2010/11 წლების სეზონის შემდეგ ყველაზე ცუდი სტარტი აიღო

გერმანიის ეროვნული ჩემპიონატის საწყისი 6 ტურის შემდეგ მიუნხენის "ბაიერნმა" მხოლოდ 13 ქულა დააგროვა, რაც ბოლო 7 სეზონის განმავლობაში ყველაზე ცუდი შედეგია.

ასეთი ცუდი დასაწყისი "რეკორდმაისტერს" ბოლოს 2010/11 წლების სეზონში ჰქონდა, როდესაც გუნდს ლუი ვან გაალი ხელმძღვანელობდა. მაშინ მიუნხენელებმა პირველ 6 თამაშში მხოლოდ 8 ქულა მოიპოვეს და სეზონი საბოლოოდ მესამე პოზიციაზე დაასრულეს.

კარლო ანჩელოტის გუნდმა გუშინ საკუთარ მოედანზე აუტსაიდერი "ვოლფსბურგი" მიიღო და მიუხედავად უღიმღამო თამაშისა პირველი ტაიმი მაინც 2:0 მოიგო. თუმცა "ბაიერნმა", სენსაციურად, მეორე ნახევარში უპირატესობა გაფლანგა, ფრედ 2:2 ითამაშა და საწყის 6 ტურში უკვე მე-5 ქულა დაკარგა.

წინა 5 მატჩიდან "რეკორდმაისტერმა" 4 მოიგო და ერთი ზინჰაიმში "ჰოფენჰაიმთან" 0:2 წააგო. გერმანული გრანდი ამ ეტაპზე სატურნირო ცხრილში მეორე ადგილს იკავებს, მაგრამ კონკურენტებს ჯერ კიდევ სათამაშო აქვთ.

ბუნდესლიგას დორტმუნდის "ბორუსია" 13 ქულით ლიდერობს და თუ დღეს საკუთარ მოედანზე მიუნხენგლადბახის "ბორუსიას" დაამარცხებს, "ბაიერნს" სამი ქულით გაუწრებს. მიუნხენელების ჩამოტოვება "ჰოფენჰაიმსა" და "ჰანოვერსაც" შეუძლიათ, რომელთა აქტივში 11-11 ქულაა. скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
ბუნდესლიგა
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა