...

რუმენიგემ ჰიონესზე, ანჩელოტიზე და პსჟ-სთან თამაშზე ისაუბრა

მიუნხენური გრანდის გენერალურმა დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ, გერმანულ პრესასთან რამდენიმე საინტერესო თემაზე ისაუბრა.

ლეგენდარულმა გერმანელმა ჯერ მისი და ული ჰიონესის ურთიერთობა შეაფასა, შემდეგ კარლო ანჩელოტისა და ჰასან სალიჰამიჯიჩის მუშაობაზე ისაუბრა, "პსჟ-სთან" მოახლოვებულ მატსაც შეეხო და ბოლოს ბუნდესლიგაში ამ ზაფხულს დანერგილი "ვიდეოაასისტენტის" ფუნქცია შეაფასა.

"არასოდეს დამიმალავს, რომ მე და ული ჰიონესს გვქონდა, გვაქვს და გვექნება ერთმანეთისგან განსხვავებული აზრები. თუმცა მნიშვნელოვანი ისაა, რომ საბოლოოდ, თითოეულ გადაწყვეტილებას საერთო შეთანხმების შედეგად ვიღებთ.

ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩვენ კარგი მეგობრები ვართ და ულის ციხეში გატარებულმა პერიოდმა ამას ვერაფერი დააკლო. თუმცა იყო დროებითი განშორება, რომლის შემდეგაც კვლავ ერთად ვართ.

ჩვენ ანჩელოტის გასაკრიტიკებელი არაფერი გვაქვს. ზეწოლის მხრივ მიუნხენის "ბაიერნის" მწვრთნელისთვის მარტივი არასოდესაა, ვინაიდან ყველაფერი უნდა დააბალანსო. და თუ ვინმეს შეუძლია ამის გაკეთება, ეს პირველ რიგში, ჩვენი კარლოა.

სალიჰამიჯიჩი? არ უნდა დავივიწყოთ, რომ ის ჩვენი ოჯახის ჯერ კიდევ ახალი წევრია და თითქმის ყოველდღე ჩემს ოფისში იმყოფება. ის საოცრად შრომისმოყვარე ადამიანია. ჰასანი ოფისში პირველი მოდის და ბოლო მიდის. მის გამო ძალიან ბედნიერი ვარ და მიხარია, რომ ის ჩვენთან ერთადაა.

მოხარული ვარ, რადგან ეს პრესტიჟული თამაში იქნება. ერთმანეთს ორი კულტურა დაუპირისპირდება. ერთ მხარეს საკმაოდ მდიდარი კლუბია, ხოლო მეორე მხარეს, უფრო ტრადიციული კლუბი.

"პსჟ-ს" პრეზიდენტს ვიცნობ და მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ის კატარში დაბადებული არაბია, რომელსაც ყოველთვის გამარჯვების მოპოვება და წარმატების მიღწევა სურს.

ვიდეოასისტენტის დახმარება ჯერ სატესტო რეჟიმშია და გათვალისწინებული იყო, რომ თავიდან გარკვეული პრობლემები იქნებოდა. უფრო დეტალურად ამ თემას იანვარში, თებერვალში ან მარტში უნდა შევეხოთ", - განაცხადა კალე რუმენიგემ.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა