...

ჰამანი: "ანჩელოტი ბაიერნში ყველაზე უმწეო არსებაა"

მიუნხენის "ბაიერნისა" და გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, დიტმარ ჰამანმა, "რეკორდმაისტერში" არსებული სიტუაცია საკმაოდ კრიტიკულად შეაფასა.

ჰამანი მიიჩნევს, რომ გერმანული გრანდის ხელმძღვანელობა სიტუაციას ვერ განკარგავს, რაც გუნდის თამაშზე აისახება და საბოლოოდ ყველაზე მეტ კრიტიკას გუნდის თავკაცი კარლო ანჩელოტი იღებს.

"ვფიქრობ, ანჩელოტი "ბაიერნში" ყველაზე უმწეო არსებაა. მიუნხენური კლუბი ახლა ერთი ხმით არ ლაპარაკობს და აშკარაა, რომ პრობლემა ხელმძღვანელობიდან მოდის, საბოლოოდ კი ყველაფერი მწვრთნელზე ტყდება.

კარლოს ზედამხედველობიდან არანაირი მხარდაჭერა არ აქვს და ვგრძნობ, რომ ეს მის სამუშაოს კიდევ უფრო ართულებს. ეს სუსტი და არასტაბილური თამაშიც სწორედ კლუბში არსებული დისონანსის შედეგია.

როდესაც გუნდიც ხდევა, რომ მთავარ მწვრთნელს ხელმძღვანელები მხარს ვერ ან არ უჭერენ, ეს მოთამაშეებზეც ცუდად აისახება და შესაძლოა გუნდი უბრალოდ ჩამოიშალოს.

გუნდიდან გამოცდილი მოთამაშეების წასვლის შემდეგ ახალი სტრუქტურაა ჩამოსაყალიბებელი და "ბაიერნი" დიდი ხანია ასეთ სიტუაციაში არ ყოფილა. ეს "ბაიერნი" ჯოვანი ტრაპატონის დროინდელ გუნდს მაგონებს, როდესაც შოლის, ბასლერისა და შტრუნცის სახით გუნდში ბევრი ისეთი მოთამაშე იყო, რომელთან მუშაობაც საკმაოდ რთული გახლდათ", - აღნიშნა დიდი ჰამანმა.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
დიტმარ ჰამანი კარლო ანჩელოტი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა