...

პრევიუ: პსჟ - ბაიერნი

დღეს 27 სექტემბერია და მიუნხენის "ბაიერნი" ამ საღამოს პარიზში "პარი სენ ჟერმენს" შეხვდება. პარიზი სიყვარულის ქალაქია, მაგრამ ამჯერად მიუნხენელები იქ საბრძოლველად და დიდი მატჩის ჩასატარებლად მიდიან.

პსჟ - ბაიერნი

ჩემპიონატი: ჩემპიონთა ლიგა, ჯგუფური ეტაპი, II ტური
თარიღი: 27 სექტემბერი, 22:45 საათი
სტაიდონი: "პარკ დე ფრენსი", პარიზი
მთავარი მსაჯი: ანტონიო მატეუ ლაოსი (ესპანეთი)
პირდაპირი ტრანსლიაცია: საზოგადოებრივი მაუწყებელი

გუნდების წინასამატჩო მდგომარეობა


"პარი სენ ჟერმენმა" ამ ზაფხულს სატრანსფერო ბაზარზე სრული სიგიჟე დაატრიალა. პარიზელებმა კატალონიის "ბარსელონას" ბრაზილიელი ვარსკვლავი, ნეიმარი, 222 მილიონ ევროდ დაიმატეს და "მონაკოს" უნიჭიერესი თავდამსხმელი, კილიან მბაპეც, გადაიბირეს. უნაი ემერის გუნდმა მიმდინარე სეზონი ფენომენალურად დაიწყო და საფრანგეთის ჩემპიონატში პირველი ქულები მხოლოდ გასულ უქმეებზე დაკარგა. "პსჟ-მ" 7 ტურში 6 გამარჯვება მოიპოვა და 19 ქულით ეროვნულ ჩემპიონატს ლიდერობს. ჩემპიონთა ლიგაზე კი "პარი სენ ჟერმენმა" გლაზგოს "სელტიკი" არ შეიმჩნია და სტუმრად 5:0 მოიგო. ნეიმარი, რომელიც ახლა ორმაგად მოტივირებული და მონდომებულია, ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება. ბრაზილიელმა პარიზში უკვე არაერთი დღესასწაული მოაწყო და ახლა თავის წარმოჩენას "ბაიერნის" წინააღმდეგაც ეცდება. თავისი სადებიუტო გოლები მბაპემაც გაიტანა, ედინსონ კავანი კი კვლავ გუნდის საუკეთესო ბომბარდირია. მბაპე-კავანი-ნეიმარის ტრიო ამ სეზონში არავის ინდობს, მაგრამ "პსჟ-ს" "მონპელიესთან" ნეის გარეშე ძალიან გაუჭირდა და უგოლო ფრეს დასჯერდა. გარდა ამისა, პენალტის დარტყმის თაობაზე კავანისა და ნეიმარს შორის მცირე კონფლიქტი შედგა, რაც გუნდზე არც ისე კარგად აისახა. ასე, რომ "პსჟ" სათამაშო თვალსაზრისით იდეალურ ფორმაშია, მაგრამ ფსიქოლოგიურად არც ისე, თანაც გუნდს დაცვაში აქვს პრობლემები და "ბაიერნს" ამის გამოყენება შეუძლია. ნეიმარმა გასულ უქმეებზე დაისვენა და დღეს ორმაგი ძალებით შეუდგება საქმეს. "პსჟ" უკვე საკმაოდ სერიოზული ძალაა, რომელიც ნეიმარისა და მბაპეს დამატების შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ტიტულს საოცრად მოტივირებული დაუმიზნებს. 


მიუნხენის "ბაიერნმა" ზედიზედ ოთხი თამაშის მშრალად მოგების შემდეგ გასულ უქმეებზე "ვოლფსბურგთან" მორიგი სუსტი მატჩი ჩაატარა და პირველ ტაიმში მოპოვებული ორბურთიანი უპირატესობა მეორე ნახევარში გაანიავა. კარლო ანჩელოტის გუნდმა ბუნდესლიგაში 13 ქულა დააგროვა და დორტმუნდის "ბორუსიას" უკვე სამი ქულით ჩამორჩა. ჩემპიონთა ლიგის სტარტზეც "ბაიერნმა" შინ "ანდერლეხტთან" ძალიან არადამაჯერებელი თამაში აჩვენა და 10 კაციან მეტოქესაც კი მისცა საგოლე მომენტების შექმნის საშუალება, მაგრამ საბოლოოდ მაინც 3:0 იმარჯვა. "შალკესთან" ბრწყინვალე დებიუტის შემდეგ მოსალოდნელია, რომ ხამეს როდრიგესი დღეს ძირითადში იქნება. კოლუმბიელმა ბუნდესლიგის ბოლო თამაშში დაისვენა, ახლა კი "პსჟ-ს" წინააღმდეგ თავის საუკეთესოდ წარმოჩენას შეეცდება. ორშაბათს გუნდს დავიდ ალაბა და ტიაგო ალკანტარა დაუბრუნდნენ, რაც შესანიშნავი სიახლეა. 25 წლის ავსტრიელმა "ბაიერნს" სულზე მოუსწრო, ვინაიდან "პსჟ-ს" არანორმალურ შემტევებთან რაფინიას მარცხენა ფრთაზე დაყენება ძალიან დიდი რისკი იქნებოდა, მაგრამ ალაბა უკვე მწყობრშია. ტიაგოც "რეკორდმაისტერის" წამყვანი ფიგურაა, რომელიც ოპტიმალურ ფორმაში ჯერ არ არის, მაგრამ პარიზში ალბათ პირველივე წუთებიდან დაიწყებს. ძალიან საინტერესოა რა არჩევანს გააკეთებს ანჩელოტი შეტევაში - ფრანკ რიბერი თუ კინგსლი კომანია? კომანმა მიმდინარე კამპანია რადიკალურად განსხვავებულად დაიწყო და 21 წლის ფრანგი გაცილებით აქტიურია, ვიდრე გასულ სეზონში იყო. აგრეთვე, საეჭვოა არიენ რობენის თამაში, რომელსაც ტერფის პრობლემები შეექმნა. არც თომას მიულერი უნდა დავივიწყოთ, რომელმაც ამ სეზონში კვლავ ექსტრაორდინალურად დაიწყო მოქმედება. ანჩელოტის სერიოზული თავსატეხი აქვს და ვნახოთ საბოლოოდ რა არჩევანს გააკეთებს.

პარიზში მიუნხენის "ბიერნი" ახალი სეზონის პირველ დიდ მატჩს ჩაატარებს და რა თქმა უნდა, გულშემატკივარს დიდი მოლოდინი აქვს. "პსჟ-ს" სტუმრად დამარცხება ურთულესი ამოცანაა, მაგრამ "რეკორდმაისტერმა" მინდორზე ყველაფერი უნდა დადოს.

სავარაუდო შემადგენლობები

პსჟ-ს დააკლდებიან: ბენ არფა (განაცხადში არ არის), პასტორე (ბარძაყი).

ბაიერნს დააკლდებიან: ბერნატი (ტერფი), ნოიერი (ტერფი).

საინტერესო ფაქტები

მიუნხენის "ბაიერნი" და "პარი სენ ჟერმენი" ერთმანეთს 2000 წლის შემდეგ პირველად დაუპირისპირდებიან. "ბაიერნი"და "პსჟ" ერთმანეთს სულ 6-ჯერ შეხვდნენ და ყველა მატჩი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ეგიდით გაიმართა.

ამ გუნდების გზები ბოლოს 2000/01 წლების სეზონში გადაიკვეთა. პარიზში ფრანგებმა 1:0 იმარჯვა, მიუნხენში კი "ბაიერნმა" ჰასან სალიჰამიჯიჩისა (რომელიც ახლა გუნდის სპორტული დირექტორია) და პაულო სერჟიოს გოლებით 2:0 მოიგო, საბოლოოდ კი იმ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ტიტულიც მოიპოვა.

1997/98 წლების სეზონში გუნდებმა ასევე საშინაო გამარჯვებები გაცვალეს. მიუნხენში გერმანელებმა "პსჟ" ჯოვანი ელბერისა და კარსტენ იანკერის დუბლებით 5:1 გაანადგურეს, პარიზელებმა კი რევანში საკუთარ მოედანზე აიღეს - 3:1.

"პსჟ-სა" და "ბაიერნის" პირველი დაპირისპირებები კი 1994/95 წლების კამპანიაში გაიმართა. პარიზში ფრანგებმა ჯორჯ ვეასა და დანიელ ბრავოს ბურთებით 2:0 მოიგეს, მიუნხენში კი გამარჯვების მომტანი გოლი ისევ ჯორჯ ვეამ შეაგდო - 1:0.

გამოდის, რომ ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა "პარი სენ ჟერმენს" აქვს: 4 მოგება და ორი წაგება. "ბაიერნმა" კი პარიზში სამიდან სამი თამაში წააგო და მხოლოდ ერთი ბურთის გატანა მოახერხა.

"პსჟ-მ" ბოლო 43 საშინაო თამაშიდან ევროთასებზე მხოლოდ ერთი მატჩი წააგო (27 მოგება, 15 ფრე) -1:3 კატალონიის "ბარსელონასთან" 2014/15 წლების სეზონში, მეოთხედფინალურ ეტაპზე.

"პარი სენ ჟერმენს" საკუთარ მოედანზე გერმანულ კლუბთან არასოდეს წაუგია: 5 მოგება, 1 ფრე.

მიუნხენური გრანდი 2012/13 წლების სეზონის შემდეგ ფრანგულ კლუბს აღარ შეხვედრია. მაშინ იუპ ჰაინკესის გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე "ლილი" სტუმრად 1:0 და შინ 6:1 დაამარცხა.

"რეკორდმაისტერს" საფრანგეთში ბოლო 5 ვიზიტიდან სამი გამარჯვებით აქვს დასრულებული, სრული სტატისტიკა კი ასეთია: 6 მოგება, 5 ფრე და 6 წაგება.

"ბაიერნმა" ბოლო რვა გასვლითი თამაშიდან ჩემპიონთა ლიგაზე მხოლოდ ორი მოიგო და ოთხი წააგო.

კარლო ანჩელოტი თავის ყოფილ გუნდს დაუპირისპირდება. 58 წლის იტალიელი "პსჟ-ს" 2011-13 წლებში წვრთნიდა და 2012/13 წლების სეზონში გუნდს საფრანგეთის ლიგა 1 19 წლიანი პაუზის შემდეგ მოაგებინა.

ანჩელოტის გარდა ყოფილ კლუბს კინგსლი კომანიც დაუპირისპირდება. ახალგაზრდა ფრანგი სწორედ "პსჟ-ს" აღზრდილია, საიდანაც 2014 წელს ტურინის "იუვენტუსში" გადაბარგდა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
პრევიუ ჩემპიონთა ლიგა
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა