...

პირველი დიდი ტესტი ჩავარდა - ბაიერნი პარიზში განადგურდა

სეზონის პირველი დიდი თამაში მიუნხენის "ბაიერნისთვის" კრახით დასრულდა - პარიზში კარლო ანჩელოტის გუნდმა ძალიან არაორგანიზებული თამაში აჩვენა და 0:3 განადგურდა.

ნეიმარმა ბურთთან პირველივე შეხებით შექმნა მომენტი, რომელსაც დანი ალვეშის გოლი მოჰყვა. პარიზელთა მეათე ნომერმა ნახევარი "ბაიერნი" მიიზიდა, რითიც ალვეშს უდიდესი სივრცე მოუძებნა და ამ უკანასკნელმა დებიუტშივე გახსნა ანგარიში.

ამის შემდეგ "ბაიერნი" დომინირებდა, საინტერესოდაც უტევდა და საკმაოდ ღირსეულად გამოიყურებოდა, მაგრამ გუნდს აკლდა ორი მთავარი რამ - ბოლო პასი და ცენტრი, რომელიც სრულიად მოშლილი იყო. "პსჟ-ს" ერთ-ერთი მშვენიერი კონტრშეტევა მბაპეს კარგი პასითა და ედინსონ კავანის ულამაზესი ბურთით დასრულდა.

მეორე ტაიმში "რეკორდმაისტერმა" თავდაჯერებულობაც დაკარგა და მორიგი კონტრშეტევის შედეგად მესამე გოლიც მიიღო. კვლავ მბაპეს ბრწყინვალე თამაში და ამჯერად უკვე ნეიმარის გოლი. გერმანელებმა ბოლომდე იბრძოლეს, მომენტებიც შექმნეს, მაგრამ "პსჟ-ს" რიგებში გოლკიპერი ალფონს არეოლაც უნაკლო იყო, რომელმაც მასპინძლებს კარი მშრალად შეუნახა - 0:3 და "ბაიერნი" ტაბლოზე განადგურდა, მიუხედავად იმისა, რომ თამაშით ალბათ ასეთ მარცხს არ იმსახურებდა.

პსჟ 3:0 ბაიერნი

გოლები: 1:0 - დანი ალვეში (2'), 2:0 - კავანი (31'), 3:0 - ნეიმარი (63').
გაფრთხილება: ვერატი / კიმიხი, ვიდალი, ტიაგო, რუდი.

პსჟ: არეოლა - დანი ალვეში, მარკინიოსი, ტიაგო სილვა, კურჟავა - ვერატი (დრაქსლერი 89'), ტიაგო მოტა (ლო სელსო 86'), რაბიო - მბაპე (დი მარია 79'), კავანი, ნეიმარი.

ბაიერნი: ულრაიხი - კიმიხი, ზიულე, მარტინესი, ალაბა - ტოლისო (რუდი 46'), ტიაგო, ვიდალი - მიულერი (რობენი 69'), ლევანდოვსკი, ხამესი (კომანი 46').скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
ჩემპიონთა ლიგა
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა