...

ლამი: "ბაიერნის მენეჯმენტში რაღაცას აუცილებლად შევცვლიდი"

მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდარულმა კაპიტანმა, ფილიპ ლამმა, რომელმაც საფეხბურთო კარიერა გასულ ზაფხულს დაასრულა, კლუბში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ "რეკორდმაისტერის" ხელმძღვანელობაში ყველაფერი იდეალურად არ არის.

"არ არსებობს სფერო, რომელიც უფრო უკეთ მესმის, ვიდრე ფეხბურთი და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ საკითხში სავსებით კომპეტენტური გახლავართ.

რუმენიგე და ული ჰიონესი "ბაიერნის" მაისურით თავის დროზე უმაღლეს დონეზე თამაშობდნენ. შემდეგ კი ამ კლუბისათვის ძალიან ბევრი რამ გააკეთეს და მათგან, საფეხბურთო თვალსაზრისით, მეც ბევრი რამ ვისწავლე.

თუმცა კლუბის მენეჯმენტში აუცილებლად შევცვლიდი რაიმეს. ჰიონესთან მუშაობის გამოცდილება მაქვს და ვიცი როგორ მართავს იგი ბიზნესს, მოლაპარაკებებს და ბევრი რამ მასში ძალიან მომეწონა, თუმცა ულის კარგ მასწავლებლად ვერ აღვიქვამ", - განაცხადა ფილიპ ლამმა.

33 წლის გერმანელს, კარიერის დასრულების შემდეგ, "ბაიერნმა" სპორტული დირექტორის თანამდებობა შესთავაზა, მაგრამ ფილიპმა მტკიცე უარი განაცხადა და "რეკორდმაისტერის" ეს წინადადება არ მიიღო.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
ფილიპ ლამი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა