...

როგორ გამოეხმაურა იტალიური პრესა ანჩელოტის გათავისუფლებას?

გუშინ საღამოს მიუნხენის "ბაიერნმა" მსოფლიო ფეხბურთის პრესას საინტერესო თემა მისცა - "რეკორდმაისტერმა" კარლო ანჩელოტი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა.

პარიზში 0:3 მარცხის გარდა ანჩელოტის წასვლის მიზეზად გუნდში შექმნილი არასასიამოვნო ატმოსფეროა, რომლის შედეგადაც იტალიელს "ბაიერნის" წამყვან მოთამაშეებთან და ლეგენდებთან ურთიერთობა გაუფუჭდა.

იტალიურ პრესაში ამ ამბავს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მეტწილად, ანჩელოტის სამშობლოში კარლოს გათავისუფლების მიზეზად სწორედ მოთამაშეებთან უთანხმოებას ასახელებენ.

Corriere della Sera: "ანჩელოტის შეცდომა ზაფხულში ის იყო, რომ "ბაიერნის" შემადგენლობა გადაჭარბებულად შეაფასა - გუნდის, რომელშიც ძალიან ბევრი 30 წელს ზემოთ მყოფი ტოპ-ფეხბურთელი იყო. თომას მიულერის პრობლემამ და მანუელ ნოიერის ტრავმამ "ბაიერნი" უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო. ასე, რომ ანჩელოტის მიუნხენური კარიერა მოსალოდნელი სცენარით დასრულდა."

Corriere dello Sport: "ბაიერნმა" კონტრაქტის პირობებს უღალატა და დამსხვრეულ გუნდში მსხვერპლი მთავარი მწვრთნელი გახდა!"

Gazzetta dello Sport: "გერმანულმა კლუბმა, ბუნდესლიგის დაწყებიდან 6 ტურის შემდეგ, შოკისმომგვრელი გადაწყვეტილება მიიღო. ანჩელოტი გუნდიდან სექტემბრის ბოლოს უბრალოდ გამოაგდეს და ამის მიზეზი რამდენიმე ფეხბურთელის უკმაყოფილება გახდა. ეს ევროპული ფეხბურთისთვის ცუდი მესიჯია."

La Repubblica: "მიუნხენში ანჩელოტის მეთოდები საერთოდ არ მუშაობდა. მას რამდენიმე უცხოურ კლუბში, ლონდონის "ჩელსიში", მადრიდის "რეალში", "პსჟ-ში" წარმატებები ჰქონია, მაგრამ საბოლოოდ კონტრაქტის ბოლომდე მაინც ვერ ინარჩუნებდა პოსტს."

Tuttosport
: "ანჩელოტის გაგდების მიზეზი საკმაოდ დიდი კრიტიკა და მოთამაშეების აჯანყება გახდა. ამ სიტაუციაზე გავლენა მიულერის ირგლივ ატეხილმა აჟიოტაჟმაც იქონია."скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
კარლო ანჩელოტი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა