ეს საშინელება იყო  გიოტცემ ბაიერნში ტრანსფერი გაიხსენა

ეს საშინელება იყო გიოტცემ ბაიერნში ტრანსფერი გაიხსენა

მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა შემტევმა, მარიო გიოტცემ, "რეკორდმაისტერში" გატარებული პერიოდი გაიხსენა.

"ბაიერნში" გადასვლა ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული გადაწყვეტილება იყო, რომელიც ერთ ღამეს არ მიმიღა.

როდესაც გავიგე, რომ მთავარ მწვრთნელად პეპ გვარდიოლა დაინიშნებოდა, არ ვიცოდი რა მექნა. მეგონა, რომ მასთან ერთად კარგად გავიზრდებოდი.

"ბაიერნში" ოფიციალურად გადასვლამდე რამდენიმე დღით ადრ ინფორმაციამ პრესაში გაჟონა და ეს საშინელი პერიოდი იყო. ჩემი სახლოს ირგვლივ პოლიციელები იყვნენ და ჩვენს უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ.

ეს შოკისმომგვრელი იყო. ბანერები, სტვენა, მუდმივი შეურაცხჰყოფა. პირადად ჩემთვის ეს არ იყო პრობლემა, მაგრამ ჩემი ძმა ფელიქსი მხოლოდ 14 წლის იყო და მას სკოლაში დაცინოდნენ. დორტმუნდის "ბორუსიას" ფანები დედაჩემს აყენებდნენ შეურაცხჰყოფას და ინტერნეტში სრული ქაოსი სუფევდა.

ზაფხულში მიუნხენში გადავედი, მაგრამ ჩემი ოჯახი დორტმუნდში დარჩა. ეს საკმაოდ რთული პერიოდი იყო, მაგრამ არ ვიტყვი, რომ ამ ნაბიჯს ვნანობ ან ეს არასწორი გადაწყვეტილება იყო", - განაცხადა მარიომ.

მარიო გიოტცე მიუნხენურმა კლუბმა 2013 წლის ზაფხულში დაიმატა და მისი ტრანსფერის შესახებ ინფორმაცია "ბორუსიასა" და "ბაიერნის" ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის წინ გავრცელდა.

მარიომ "ბაიერნის" მაისურით 3 სეზონში 114 მატჩი ჩაატარა და 36 გოლი გაიტანა. მიუნხენში მოლოდინის გაფუჭების შემდეგ მარიო დორტმუნდის "ბორუსიას" დაუბრუნდა.


24-05-2019, 02:00
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 37 6 31 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 8 2 5 1
5
კინგსლი კომანი
გოლი: 5 2 3 0
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 3 7 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 9 1 8 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 8 2 5 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 7 1 6 0
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0