...

სალიჰამიჯიჩი: "უფრო ძლიერები დავბრუნდებით!"

მიუნხენის "ბაიერნის" სპორტულმა დირექტორმა, ჰასან სალიჰამიჯიჩმა, დღეს საგანგებო პრესკონფერენცია გამართა და გუნდში არსებულ მდგომარეობაზე ვრცლად ისაუბრა.

"ვილი სანიოლი ჩვენი დროებითი მწვრთნელია. კვირას მოთამაშეებისგან რეაქციას ველი და არანაირი თავის გასამართლებელი მიზეზი არ მიიღება! ახლა მნიშვნელოვანი მხოლოდ ბერლინში გასამართი მატჩია. ჩვენ მხოლოდ მოგება გვაწყობს, ამიტომ ამისათვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.

ჩვენ მაღალი დონის გუნდი გვყავს. რაც შეეხება ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნას, ყველა შესაძლებლობას განვიხილავთ. ჯერ დრო გვაქვს და საბოლოო გადაწყვეტილებას სრული ანალიზის შემდეგ მივიღებთ.

სეზონის სტარტზე მწვრთნელის გაშვება "ბაიერნისთვის" უჩვეულო სიტუაციაა. ახლა თითქოს ყველანი ვნანობთ, მაგრამ პირველ რიგში მოთმინება და პირველადი ტალღების მოგერიებაა საჭირო. ანჩელოტის და მისი სამწვრთნელო შტაბის გაშვება მარტივი ნამდვილად არ ყოფილა.

ჩვენ ვხედავდით, რომ გუნდი ისე ვერ ვითარდებოდა, როგორც ველოდით. "ბაიერნის" თამაში არადამაკმაყოფილებელი და სუსტი იყო. უფრო მეტის მოლოდინი გვქონდა.

დრო გვაქვს და ვეცდებით, რომ "ბაიერნისთვის" საუკეთესო მწვრთნელი ვიპოვნოთ. ჩვენ გვჭირდება ადამიანი, რომელიც ყველაფერს მოაგვარებს და ამ სიტუაციიდან გამოსავალს მოძებნის. მდგომარეობა რთულია, მაგრამ მჯერა, რომ ყველაფერს გამოვასწორებთ.

"ბაიერნის" გამო არ ინერვიულოთ, ჩვენ უფრო ძლიერები დავბრუნდებით!", - აღნიშნა ბოსნიელმა.

ბუნდესლიგის საწყისი 6 ტურის შემდეგ მიუნხენის "ბაიერნმა" 13 ქულა მოაგროვა და მესამე ადგილზეა. ხვალ "რეკორდმაისტერი" სტუმრად ბერლინის "ჰერტას" დაუპირისპირდება.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
ჰასან სალიჰამიჯიჩი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა