რობენი რატომ დავტოვე რეალი 2009 წელს

რობენი რატომ დავტოვე რეალი 2009 წელს

მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდარულმა ვინგერმა, არიენ რობენმა, გაიხსენა პერიოდი, როდესაც მადრიდის "რეალის" დატოვება მოუწია.

"ჩემთვის სიტუაცია პრეზიდენტის შეცვლამ გაართულა.

რეალურად მადრიდში თავს კარგად ვგრძნობდი და კარგადაც ვთამაშობდი, მაგრამ როდესაც საქმეში ახალი პოლიტიკა ერთვება და შანსი აღარ გეძლევა, ეს ძალიან რთული მომენტია.

უნდა მიიღო გადაწყვეტილება - იბრძოლო ახალი წესებით თუ მოძებნო ახალი კლუბი და მიიღო ახალი გამოწვევა.

მხოლოდ რონალდუს ტრანსფერი არაფერ შუაში იყო. კლუბის პრეზიდენტის პოსტზე პერესი დაბრუნდა, შემდეგ კი რონალდუ, კაკა, კარიმ ბენზემა და ხაბი ალონსო იყიდა.

"რეალმა" ზედმეტად დიდი თანხა დახარჯა, ამიტომ უნდა გაეყიდა მოთამაშეები იმისათვის, რომ გარკვეული თანხა ამოეღო.

ჩემთვის ეს დიდი სირცხვილი იყო, ვინაიდან ყოფილ მთავარ მწვრთნელ მანუელ პელეგრინისთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა. უფრო მეტიც, კარიერაში საუკეთესო მოსამზადებელი ეტაპი ჩავატარე", - გაიხსენა 35 წლის ჰოლანდიელმა.

"მფრინავი ჰოლანდიელი" ესპანურ გრანდში 2007-09 წლებში ასპარეზობდა, არიენმა 65 მატჩში 13 გოლი გაიტანა და ორი ტიტული მოიგო.

2009 წლის ზაფხულში "ბაიერნმა" რობენი 25 მილიონ ევროდ დაიმატა და არიენი მიუნხენური კლუბის სიმბოლო, ლეგენდა გახდა.

არიენ რობენმა "რეკორდმაისტერის" მაისურით სულ 308 მატჩი ჩაატარა, 144 გოლი გაიტანა და 19 ტიტული მოიგო, მათ შორის 2013 წელს ჩემპიონთა ლიგის თასი.


24-05-2019, 20:19
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 37 6 31 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 8 2 5 1
5
კინგსლი კომანი
გოლი: 5 2 3 0
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 3 7 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 9 1 8 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 8 2 5 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 7 1 6 0
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0