მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა "ლაციოს" დამარცხების შემდეგ პრესასთან ისაუბრა.
"მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. "ლაციო" კარგად იცავდა თავს, თუმცა, ვფიქრობ დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ. ცუდია, რომ კვლავ გავუშვით გოლი."
"ჩვენ ძლიერი შეტევა გვყავს და რისკიან ფეხბურთს ვთამაშობთ. მნიშვნელოვანია, რომ ასე გამოსვლა გავაგრძელოთ და მეტოქე წნეხში მათსავე ნახევარზე მოვაქციოთ. რა თქმა უნდა, ასეთ დროს მათ უფრო მეტი შანსები აქვთ, მაგრამ ეს ჩვენი სათამაშო სტილია."
"ამ მომენტში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ძლიერი ოპონენტი გვყავდა და დავამარცხეთ. ვერ გეტყვით ვინ შეგვხვდება შემდეგ რაუნდში. თუ არასასურველ მეტოქეს დავასახელებ, დარწმუნებული ვარ სწორედ ის შეგვხვდება, ამიტომ არ ვაპირებ ამის გაკეთებას (იცინის)."
"მე და სალიჰამიჯიჩი ერთმანეთს დიდ პატივს ვცემთ. დღეს მცირე დიალოგი გვქონდა, რაც გუნდის სასიკეთო საქმეებს ეხებოდა." - აცხადებს ფლიკი.