...

ბაიერნი დუისელდორფის ფორტუნას 2 მილიონს გადაუხდის

მიუნხენის "ბაიერნი" დუისელდორფის "ფორტუნას" დაახლოებით 2 მილიონ ევრომდე ჩაურიცხავს იმის სანაცვლოდ, რომ კლუბის სამწვრთნელო შტაბში პიტერ ჰერმანი დაიბრუნა.

რამდენიმე დღის წინ მთავარი მწრთნელის პოსტზე "რეკორდმაისტერმა" იუპ ჰაინკესი დანიშნა, რომელმაც ასისტენტებად ჰერმან გერლანდისა და პიტერ ჰერმანის მოყვანა მოისურვა.

65 წლის გერმანელი სპეციალისტი კი 2015 წლიდან მოყოლებული "ფორტუნას" მთავარი მწვრთნელი იყო, ამიტომაც "ბაიერნს" დუისელდორფულ კლუბთან მოლაპარაკება მოუწია და შეთანხმებასაც მიაღწია.

"ბაიერნთან" აბსოლუტურად სამართლიანი და კონსტრუქციული მოლაპარაკებები გვქონდა. ჩვენ მივაღწიეთ შედეგს, რომელიც თითოეულ მხარეს დააკმაყოფილებს.

მიუხედავად იმისა, რომ პიტერ ჰერმანის წასვლის გამო იმედგაცრუებული ვარ, მე მისი კარგად მესმის. პიტერს მეგობარმა, იუპ ჰაინკესმა, დაურეკა და მასაც დახმარება მოუნდა", - განაცხადა "ფორტუნას" გენერალურმა დირექტორმა, რობერტ შაფერმა.

პიტერ ჰერმანი იუპს ჯერ კიდევ ლევერკუზენის "ბაიერიდან" იცნობს, სადაც მისი ასისტენტი იყო და 2011 წელს მიუნხენის "ბაიერნშიც" გაჰყვა.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
პიტერ ჰერმანი იუპ ჰაინკესი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა